გორში, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველ ქვეით ბრიგადაში სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.
დაღუპული, დაჭრილ-დაშავებული და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შვილებს დამდეგი შობა-ახალი წელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.
ბავშვების საახალწლო განწყობაზე იზრუნეს მომღერლებმა – ოთო ბაზერაშვილმა და ანდრია ფუტკარაძემ, ბენდმა – „რეზო და ბავშვები“, ასევე ზღაპრის გმირებმა და ანიმატორებმა. ბავშვებს თოვლის ბაბუასთან შეხვედრისა და მისგან საჩუქრების მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ. სამხედროების შვილებმა სხვადასხვა გასართობ აქტივობაშიც მიიღეს მონაწილეობა. განაგრძეთ კითხვა
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


