პარასკევი, იანვარი 30, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებახურმისა და კარალიოკის საექსპორტო ბაზრები - „1 კგ ხურმისა და კარალიოკის საშუალო...

ხურმისა და კარალიოკის საექსპორტო ბაზრები – „1 კგ ხურმისა და კარალიოკის საშუალო საექსპორტო ფასი 0.76 დოლარია“

16 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 3.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 4500 ტონა ხურმა და კარალიოკი, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში 1 კგ ხურმისა და კარალიოკის საშუალო საექსპორტო ფასი 0.76 დოლარია, რაც 11%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

„ხურმისა და კარალიოკის საექსპორტო ბაზრებია: რუსეთი (2 533 ტონა), სომხეთი (1 072 ტონა), უკრაინა (678 ტონა), თურქეთი (103 ტონა), ბელარუსი (76 ტონა) და მოლდოვა (62 ტონა)“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი