უალკოჰოლო პროდუქციის სავალდებულო მარკირებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება კიდევ ორ წლით გახანგრძლივდება – სავალდებულო მარკირების საფასურს 2028 წლამდე ფინანსთა სამინისტრო გადაიხდის

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

უალკოჰოლო პროდუქციის სავალდებულო მარკირებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება კიდევ ორ წლით გახანგრძლივდება.

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ახალი რეგულაციის მიხედვით, 2027 წლის 31 დეკემბრამდე მარკირების საფასურს კვლავ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დაფარავს.
მარკირების მომსახურებას სახელმწიფოს უკვე წლებია შვეიცარიული კომპანია SICPA Security Solutions SA სთავაზობს.

დოკუმენტის მიხედვით, შერჩეულ კომპანიებს არააქციზური საქონლისთვის საჭირო მარკირების ნომინალური ღირებულება სრულად აუნაზღაურდებათ შემოსავლების სამსახურის მხრიდან, ხელი­შეკრულების შესაბამისად.

მოქმედი რეგულაციის ვადა 2025 წლის ბოლოს იწურება, ამიტომ ფინანსთა სამინისტრომ დაამტკიცა ახალი ნორმა, რომელიც პროგრამის დაფინანსების ვადას ორი წლით ახანგრძლივებს.

- Advertisement -
Ad imageAd image

არააქციზური პროდუქციის მარკირების მოთხოვნა პირველად 2012 წელს, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა. მისი მიზანი იყო ბაზარზე დაუსაბუთებელი და ფალსიფიცირებული საქონლის შემცირება. თუმცა ამ წესს ბიზნესისთვის დამატებითი ადმინისტრაციული და ფინანსური ტვირთიც მოჰყვა — კომპანიებს საკუთარი პროდუქციის მარკირებაზე დამატებითი ხარჯები ექმნებოდათ.

სექტორის პროტესტის გამო რეგულაციის ამოქმედება თავიდანვე არაერთხელ გადაიდო და საბოლოოდ მხოლოდ 2016 წელს შევიდა ძალაში, ისე რომ მარკირების საფასური დროებით სახელმწიფოს დაეკისრა. მას შემდეგ კი ეს ვადა რამდენჯერმე გაგრძელდა, როგორც ჩანს, ახლაც იგივე მიდგომა შენარჩუნდება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). უალკოჰოლო პროდუქციის სავალდებულო მარკირებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება კიდევ ორ წლით გახანგრძლივდება – სავალდებულო მარკირების საფასურს 2028 წლამდე ფინანსთა სამინისტრო გადაიხდის. 12 დეკემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/უალკოჰოლო-პროდუქციის-სავ/

  ტარიფებმა 5 ლარით მოიმატა
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi