ბოლო მონაცემებით, ჰონგ-კონგში საცხოვრებელ კომპლექს „ვან ფუკ კორტში“ ძლიერი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 128-მდე გაიზარდა, 79 ადამიანი კი დაშავებულია. ათობით ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.
ხანძარი საცხოვრებელ კომპლექსში 26 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 14:50 საათზე დაიწყო და კომპლექსის 8 კორპუსიდან 7-ზე გავრცელდა. მეხანძრეებმა ცეცხლის სრულად ჩაქრობა მხოლოდ რამდენიმე საათის წინ მოახერხეს.
მომხდართან დაკავშირებით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამშენებლო კომპანიის 3 თანამშრომელი დააკავეს. გამომძიებლები ეჭვობენ, რომ მათ ადვილად აალებადი მასალა გამოიყენეს, რამაც ცეცხლის სწრაფად გავრცელებას შეუწყო ხელი. ხანძრის გამომწვევი მიზანი ამ დრომდე უცნობია.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). 79 ადამიანი დაშავებულია – ჰონგ-კონგში საცხოვრებელ კომპლექსში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 128-ს გადააჭარბა. 28 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/79-ადამიანი-დაშავებულია-ჰო/
