79 ადამიანი დაშავებულია – ჰონგ-კონგში საცხოვრებელ კომპლექსში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 128-ს გადააჭარბა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ბოლო მონაცემებით, ჰონგ-კონგში საცხოვრებელ კომპლექს „ვან ფუკ კორტში“ ძლიერი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 128-მდე გაიზარდა, 79 ადამიანი კი დაშავებულია. ათობით ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.

ხანძარი საცხოვრებელ კომპლექსში 26 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 14:50 საათზე დაიწყო და კომპლექსის 8 კორპუსიდან 7-ზე გავრცელდა. მეხანძრეებმა ცეცხლის სრულად ჩაქრობა მხოლოდ რამდენიმე საათის წინ მოახერხეს.

მომხდართან დაკავშირებით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამშენებლო კომპანიის 3 თანამშრომელი დააკავეს. გამომძიებლები ეჭვობენ, რომ მათ ადვილად აალებადი მასალა გამოიყენეს, რამაც ცეცხლის სწრაფად გავრცელებას შეუწყო ხელი. ხანძრის გამომწვევი მიზანი ამ დრომდე უცნობია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). 79 ადამიანი დაშავებულია – ჰონგ-კონგში საცხოვრებელ კომპლექსში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 128-ს გადააჭარბა. 28 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/79-ადამიანი-დაშავებულია-ჰო/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi