ხუთშაბათი, ნოემბერი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისითბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტიდან 100 მლნ ლარი გამოიყოფა

თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტიდან 100 მლნ ლარი გამოიყოფა

თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის მიხედვით, თბილისის მეტროს ვაგონების განახლება იგეგმება.

პროექტის თანახმად, ამ მიმართულებაზე 2026 წელს 100 მილიონი ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული.

პროექტის ფარგლებში იგეგმება 111 მეტროს ვაგონის ჩანაცვლება, ჯამში საუბარია 25 ერთეულ მატარებელზე, საიდანაც 14 ოთხვაგონიანი და 11 ხუთვაგონიანი იქნება.

ინფორმაციისთვის, თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი, რომლის საერთო მოცულობაც 2 082 482 000 ლარია, განსახლველად თბილისის საკრებულოში გადაიგზავნა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გუშინ განაცხადა.

მისივე თქმით, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია ტრანსპორტის მიმართულებით დაპირებული მნიშვნელოვანი პროექტები: ტრამვაის ხაზის პროექტირება და მშენებლობა, მეტროს მოდერნიზება და სხვა.

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ shenitbilisi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

  "ომის დღეებში მღვდლები იდგნენ საოპერაციოს კართან და თავიანთი ხელით აჭმევდნენ ექიმებს, რომ არ წაქცეულიყვნენ"
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი