კვირა, ნოემბერი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა"დიდგორი 2025“-ის ფარგლებში სპეციალური ოპერაციების სარდლობისა და შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის...

“დიდგორი 2025“-ის ფარგლებში სპეციალური ოპერაციების სარდლობისა და შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ერთობლივი საველე სწავლება ჩატარდა (ვიდეო)

უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025-ის“ ფარგლებში თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის სპეცდანიშნულების ჯგუფმა და შსს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამმართველოს ქვედანაყოფმა ერთობლივი წვრთნა ჩაატარა. სიმულაციური სცენარის მიხედვით, ორივე უწყების წარმომადგენლებს დაევალათ ამოცანა – „რეიდი ობიექტზე“, რომელიც წარმატებით შესრულდა.

საველე კომპონენტის მიმდინარეობას სწავლების ფორმირებულ გენერალურ შტაბსა და უწყებათაშორის ოპერატიულ ცენტრში წარმოდგენილი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. სიმულაციური სცენარის მიხედვით, მათ შემდგომი ამოცანები უნდა დაესახათ. საშტაბო კომპონენტი კრწანისში მდებარე სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრშია განთავსებული.

განაგრძეთ კითხვა

  ველური ბუნების ყველაზე სასაცილო ფოტოების კონკურსის ფინალისტები გამოვლინდნენ📷გალერეა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი