სამშაბათი, ნოემბერი 12, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარა მოხდა სინამდვილეში ქორწილში და-ძმა ვიბლიანებს შორის, რომელთა ვიდეომ ინტერნეტი მოიცვა -...

რა მოხდა სინამდვილეში ქორწილში და-ძმა ვიბლიანებს შორის, რომელთა ვიდეომ ინტერნეტი მოიცვა – „მარიამი გაოცებული მეკითხებოდა, რატომ გამოვედი დაჩაგრულიო“

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ქორ­წი­ლის ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ პა­ტა­რა, ლა­მა­ზი გო­გო­ნა თა­ი­გუ­ლის და­სა­ჭე­რად მი­დის და მას ძმა აჩე­რებს. ვი­დე­ოს ძა­ლი­ან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა. კო­მენ­ტა­რებ­ში ყვე­ლა აღ­ნიშ­ნავ­და და-ძმის გა­მორ­ჩე­ულ გა­რეგ­ნო­ბას, თუმ­ცა კო­მენ­ტა­რებ­ში ხალ­ხის ნა­წი­ლი წერ­და, რომ გო­გო­ნას ძმა ჩაგ­რავ­და, ზო­გიც ბიჭს უწო­ნებ­და საქ­ცი­ელს… ლა­მა­ზი და-ძმა მა­რი­ამ და ირაკ­ლი ვიბ­ლი­ა­ნე­ბი არი­ან.

რა მოხდა სინამდვილეში ქორწილში – მა­რი­ამ და ირაკ­ლი ვიბ­ლი­ა­ნე­ბის და, მეგი ვიბ­ლი­ანი საუბრობს, რო­მელ­მაც ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

– მეგი, ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თქვენ გა­ავ­რცე­ლეთ, ალ­ბათ არც ელო­დით ასეთ გა­მოხ­მა­უ­რე­ბას?

– ჩემი მა­მი­დაშ­ვი­ლის ქორ­წილ­ში ვი­ყა­ვით, პა­ტარ­ძალს ძა­ლი­ან ლა­მა­ზი, თეთ­რი თა­ი­გუ­ლი ეჭი­რა და რო­დე­საც უნდა ეს­რო­ლა, ჩემს დას, მა­რი­ამს ვუ­თხა­რი, მიდი, რა მა­რი­ამ, და­ი­ჭი­რე და მო­მი­ტა­ნე, არ მინ­და, რომ გა­პუ­ტონ-თქო. თა­ვი­დან უარ­ზე იყო, მერე ადგა მა­ინც მი­ვი­და. ირაკ­ლიმ რომ და­ი­ნა­ხა, თა­ი­გუ­ლის და­სა­ჭე­რად მი­დი­ო­და, უთხრა, რა თა­ი­გუ­ლიო, სწო­რედ ეს მო­მენ­ტი ჩანს ვი­დე­ო­ში, მა­რი­ამ­მა მე შე­მომ­ხე­და გაბ­რა­ზე­ბულ­მა, რა­ტომ გა­მიშ­ვიო. ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე სვა­ნუ­რი სიმ­ღე­რა და­ვა­დე, რო­მე­ლიც ასე ითარ­გმნე­ბა, “გა­თხო­ვე­ბა როცა გინ­და და თვა­ლე­ბი გაქვს დიდი, მაგ­რამ საქ­მეს რომ გე­ტყვი­ან, მა­შინ ამ­ბობ, რომ ბავ­შვი ხარ”.

იქამ­დე მა­რი­ამ­საც ვაჩ­ვე­ნე, დე­და­საც და ყვე­ლამ ბევ­რი ვი­ცი­ნეთ. არ ვე­ლო­დი თუ ამ­ხე­ლა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვე­ბო­და, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი. სა­ერ­თოდ, ირაკ­ლი ძა­ლი­ან მო­სიყ­ვა­რუ­ლე ძმაა, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­რი­ა­მის­თვის, მე მათ­ზე უფ­რო­სი ვარ და 11 წე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­სუ­ლი ვარ, ჩი­ნეთ­ში ვცხოვ­რობ. ესე­ნი სულ ერ­თად არი­ან და გა­გი­ჟე­ბუ­ლე­ბი არი­ან ერ­თმა­ნეთ­ზე. კო­მენ­ტა­რე­ბი რომ და­წე­რეს ირაკ­ლი­ზე, მა­რი­ა­მი გა­ო­ცე­ბუ­ლი მე­კი­თხე­ბო­და, რა­ტომ წერს ხალ­ხი ამას, და­ჩაგ­რუ­ლი რა­ტომ გა­მო­ვე­დიო. მე ხალ­ხი­საც მეს­მის, ნორ­მა­ლუ­რი რე­აქ­ცია ჰქონ­დათ, ვერ მიხ­ვდნენ რა ხდე­ბო­და.

– მეგი, თქვენს ოჯახ­ზე მოგ­ვი­ყე­ვი.

– ხუთი დედ­მა­მიშ­ვი­ლი ვართ, დე­დი­სა და მა­მის მხრი­დან შვი­დი თა­ო­ბა სვა­ნე­ბი. მე, ილია, ირაკ­ლი, მა­რი­ა­მი და ნა­ბო­ლა­რა 10 წლის სე­სი­ლი. ირაკ­ლი სამ­ჯერ იყო ჩი­ნეთ­ში ჩემ­თან ჩა­მო­სუ­ლი. ახლა ზა­ფხულ­ში მა­რი­ამ­საც წა­ვიყ­ვან, მინ­და, რომ ჩი­ნურ კო­ლე­ჯში შე­ვიყ­ვა­ნო და ენა ის­წავ­ლოს.

– მეგი, დიდი ხა­ნია, რაც ჩი­ნეთ­ში ცხოვ­რობთ, თუმ­ცა ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ხართ, იმი­ტომ რომ მალე ბავ­შვს ელო­დე­ბით და აქ გა­ჩე­ნა გა­და­წყვი­ტეთ.

– შვი­დი წე­ლია და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ვარ და ახლა პა­ტა­რას ვე­ლო­დე­ბი და დრო­ე­ბით ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ძა­ლი­ან ტრა­დი­ცი­უ­ლი ოჯა­ხი გვაქვს, მით უმე­ტეს მა­მაც სვა­ნი მყავს. რო­დე­საც და­ო­ჯა­ხე­ბა გა­დავ­წყვი­ტე, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვე­დი და მა­მას ვკი­თხე, მი­თხრა, ვინც გინ­და იმას უნდა გაჰ­ყვე, მაგ­რამ კარ­გად გა­ი­ცა­ნი, სა­ნამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბო. გავ­ყე­ვი ჩი­ნელს და მთე­ლი ჩემი ოჯა­ხი გიჟ­დე­ბა ჩემს ქმარ­ზე, ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ.

– რო­დე­საც ეს ვი­დეო გავ­რცელ­და, მე­ო­რე დღეს, ირაკ­ლის ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ, სა­დაც ჩანს, თით­ქოს სა­მო­დე­ლო სფე­რო­შია?

– არა, უბ­რა­ლოდ ჩი­ნეთ­ში ჩემ­თან იყო ჩა­მო­სუ­ლი და ქუ­ჩა­ში ფო­ტოგ­რაფ­მა გა­ა­ჩე­რა და ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა სთხო­ვა. მე ჩემი სა­კონ­ტაქ­ტო ნო­მე­რი მი­ვე­ცი და ასე შემ­თხვე­ვით მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი. იკა 21 წლის არის. ზო­გა­დად ამ ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ჩვენს ოჯახ­ში დედა იყო, უხა­რო­და, რომ ბევ­რი კომ­პლი­მენ­ტი მი­ი­ღეს მის­მა შვი­ლებ­მა. ვი­დე­ო­ში ქალი რომ ჩანს, მა­რი­ამს ამ­შვი­დებს, ყვე­ლას დედა ეგო­ნა, მაგ­რამ ჩვე­ნი ბი­ცო­ლაა.

ხალ­ხს ადეკვა­ტუ­რი რე­აქ­ცია ჰქონ­და, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად მე უფრო ვარ მკაც­რი და ვიდ­რე ირაკ­ლი. მა­რი­ა­მზე რე­ა­ლუ­რად ერთი ცოტა ისე­თი კო­მენ­ტა­რიც არ ყო­ფი­ლა. ყვე­ლა ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნი უწერ­და რომ ძა­ლი­ან ლა­მა­ზია. ეს ისე მი­ხა­რია, ყო­ველ­თვის და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა ჰქონ­და. ირაკ­ლის და მა­რი­ამ­საც არა­სო­დეს ჰქო­ნი­ათ იმის ამ­ბი­ცია, რომ პო­პუ­ლა­რუ­ლი გამ­ხდა­რიყ­ვნენ. მი­ხა­რია, ორი­ვეს და­ვა­ჯე­რე რომ იდე­ა­ლუ­რი გა­რეგ­ნო­ბა აქვთ. მა­რი­ა­მი ჩი­ნეთ­ში რომ წა­მო­ვა, სა­ვა­რა­უ­დოდ ჩემ­თან იცხოვ­რებს, მო­დე­ლო­ბა უნდა. დე­დაც ჩემ­თან მო­დის ბავ­შვი რომ შე­მე­ძი­ნე­ბა, რად­გან სხვა­ნა­ი­რად მე ვერ ვი­მუ­შა­ვებ. სა­ერ­თოდ მა­რი­ა­მი ისე­თი ბავ­შვია აკ­რძალ­ვე­ბი არ სჭირ­დე­ბა.

– და­ი­ჭი­რა ბო­ლოს თა­ი­გუ­ლი?

– ვერ და­ი­ჭი­რა და რო­გორც ვფიქ­რობ­დი, ის თეთ­რი თა­ი­გუ­ლი რე­ა­ლუ­რად გა­პუ­ტეს. ყვე­ლამ ძა­ლი­ან იხა­ლი­სა ამ ვი­დე­ო­ზე, პა­ტარ­ძალ­მაც. არც გვი­ფიქ­რია, რომ ასე­თი ამ­ბა­ვი მოყ­ვე­ბო­და.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ლონდონის უფასო მუზეუმები და გალერეები

ლონდონის უფასო მუზეუმები და გალერეები

11 November, 2024
რუსთავში, სასწრაფოს პარამედიკოსმა სიკვდილს გადაარჩინა მამაკაცი, რომელსაც გული სამჯერ გაუჩერდა

რუსთავში, სასწრაფოს პარამედიკოსმა სიკვდილს გადაარჩინა მამაკაცი, რომელსაც გული სამჯერ გაუჩერდა

ნოემბერი 12, 2024
როგორ შევქმნათ ეკლექტური დიზაინი სივრცეში — 3 ძირითადი პრინციპი

როგორ შევქმნათ ეკლექტური დიზაინი სივრცეში — 3 ძირითადი პრინციპი

ნოემბერი 12, 2024
ჯვრისწერის ტრადიციები ხევსურეთში, სოფელი ბარისახო – 1907 წელი

ჯვრისწერის ტრადიციები ხევსურეთში, სოფელი ბარისახო – 1907 წელი

ნოემბერი 12, 2024
ჩინეთის მავალმა შორეულ წარსულში მარსზე არსებული ოკეანის კვალს მიაგნო

ჩინეთის მავალმა შორეულ წარსულში მარსზე არსებული ოკეანის კვალს მიაგნო

8 ნოემბერი 2024
როგორ დაიცვათ ბარგი აეროპორტში დაკარგვისგან – რამდენიმე პრაქტიკული რჩევა

როგორ დაიცვათ ბარგი აეროპორტში დაკარგვისგან – რამდენიმე პრაქტიკული რჩევა

ნოემბერი 12, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
სურსათის ფასები გლობალურად გაიზარდა

სურსათის ფასები გლობალურად გაიზარდა

ნოემბერი 11, 2024
ისტორია მოკლე კაბებიდან ჩადრამდე

ისტორია მოკლე კაბებიდან ჩადრამდე

ნოემბერი 9, 2024
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ისწავლოთ საზღვარგარეთ

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ისწავლოთ საზღვარგარეთ

12 ნოემბერი 2024
თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი იწყება

თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი იწყება

ნოემბერი 12, 2024
Biliki AI პირველი ქართული სტარტაპია, რომელიც Google-ის სტარტაპ აქსელერატორში მოხვდა

Biliki AI პირველი ქართული სტარტაპია, რომელიც Google-ის სტარტაპ აქსელერატორში მოხვდა

ნოემბერი 12, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი