პარასკევი, ნოემბერი 7, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოLiberation: მუზეუმის უსაფრთხოების წესების დარღვევისა და IT-სისტემაში არსებული შეცდომების შესახებ ჯერ კიდევ...

Liberation: მუზეუმის უსაფრთხოების წესების დარღვევისა და IT-სისტემაში არსებული შეცდომების შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ იყო ცნობილი, თუმცა ლუვრის ხელმძღვანელობას არანაირი ზომები არ მიუღია

ლუვრის ძარცვის გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ მუზეუმის ვიდეოთვალთვალის სისტემა დაცული იყო პაროლით „Louvre“. ინფორმაციას Liberation-ი ავრცელებს.

გარდა ამისა, მუზეუმის უსაფრთხოების სისტემა მოძველებული იყო. მონაცემები ინახებოდა პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომელსაც დეველოპერული მხარდაჭერაც აღარ აქვს და რომელიც Windows Server 2003-ის ბაზაზე მუშაობს .

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მუზეუმის უსაფრთხოების წესების დარღვევისა და IT-სისტემაში არსებული შეცდომების შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ იყო ცნობილი, თუმცა ლუვრის ხელმძღვანელობას არანაირი ზომები არ მიუღია.

პარიზის ყველაზე ცნობილი მუზეუმი 19 ოქტომბერს გაძარცვეს. ზარალი 88 მილიონ ევროს შეადგენს. პარიზის პროკურატურა ბრალი 4 ეჭვმიტანილს წაუყენა – 3 კაცს და 1 ქალს.

  ჯეი დი ვენსი - ზოგჯერ ევროპელი სახელმწიფო მეთაურები საჯაროდ ამბობენ, ზელენსკისთან ვართ მომავალი ათი წლის განმავლობაშიო, პირად საუბრებში კი ამბობენ, რომ ეს ვერ გაგრძელდება სამუდამოდ
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი