პარასკევი, ნოემბერი 7, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემასაქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო რეგიონებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო რეგიონებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო რეგიონებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს განაგრძობს
სამართლებრივ და სამომხმარებლო განათლებაზე ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA) რეგიონებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს განაგრძობს.

GCCA-ის წარმომადგენლები აჭარის რეგიონში იმყოფებოდნენ, სადაც ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის N 1-ელ საჯარო სკოლის და ბათუმის N მე-15 საჯარო სკოლის, ასევე ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N მე-2 საჯარო სკოლისა და ბადრი ბერანძის სახელობის ქობულეთის N მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, მომხმარებლის უფლებები, მათი დაცვის მექანიზმები და კონკურენციის პოლიტიკის ძირითადი პრინციპები განიხილეს.

პროექტი GCCA-ის სასწავლო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებითა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს სამომხმარებლო უფლებებთან დაკავშირებით დედაქალაქსა და რეგიონებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თანაბარ უზრუნველყოფას.

  შეიძლება, გამარჯობა, როგორ ხარ გითხრა და ვერც მიხვდე, ისე დაგკარგო - გია ჯაჯანიძე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი