კვირა, ნოემბერი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისისაპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში 2 პირი დააკავა

საპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი უკრაინის მოქალაქე ი. კ. და 1999 წელს დაბადებული ბელარუსის მოქალაქე დ. კ. დააკავეს.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თბილისში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრალდებულების პირადი, ავტომობილების და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“.

ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ shenitbilisi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

  სექტემბერში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვებმა პიკს მიაღწია - Galt & Taggart
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი