სამშაბათი, ნოემბერი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„CO-ს 1%-ის დაგროვება 2-3 წუთში იწვევს ადამიანის გარდაცვალებას“ - უსაფრთხოების რეკომენდაციები „თბილისი...

„CO-ს 1%-ის დაგროვება 2-3 წუთში იწვევს ადამიანის გარდაცვალებას“ – უსაფრთხოების რეკომენდაციები „თბილისი ენერჯისგან“

ზამთრის სეზონის დაწყებამდე, ვიდრე ცენტრალურ გათბობას ან გამათბობელს ჩართავთ, აუცილებელია შეამოწმოთ გაზზე მომუშავე დანადგარები რამდენად გამართულად და უსაფრთხოდ მუშაობს. ამის შესახებ „თბილისი ენერჯი“ მომხმარებლებს მუდმივად აფრთხილებს.

აუცილებელია, ყველა სისტემის სწორად, პროფესიონალების მიერ დაყენება და შემდგომში მათი სწორად მოვლა. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ხელოსანზე და თვითონ გათბობის პროდუქტზე ეკონომიის გაკეთება, შესაძლოა, ტრაგიკულად დასრულდეს.

რეკომენდაცია ეკონომიური ხარჯისთვის

კომპანია მომხმარებელს ასევე ურჩევს, რომ გათბობის ჩართვამდე შეამოწმონ რადიატორები, სადაც ხშირად გროვდება ჰაერი, ასეთ დროს რადიატორები არ თბება სათანადოდ და შესაბამისად გათბობის ქვაბიც მეტი დატვირთვით მუშაობს, ეს კი მეტ გადასახადს ნიშნავს.

რადიატორების ჰაერისგან დაცლა მარტივად არის შესაძლებელი, ამისთვის საჭიროა, გახსნათ რადიატორზე არსებული პატარა ონკანი და როგორც კი წყალი დაიწყებს დენას, ონკანი გადაკეტოთ.

როგორ მოიხმაროთ გაზი ეკონომიურად ზამთრის სეზონზე, კომპანიის სპეციალისტების რჩევით, ამისთვის მნიშვნელოვანია სახლს ჰქონდეს კარგი თბოიზოლაცია.

რეკომენდაცია გამათბობლების უსაფრთხოებაზე

„გაზით გამოწვეული უბედური შემთხვევები იყოფა ორ ნაწილად. პირველი – ეს არის CO-თი ინტოქსიკაცია და მეორე – ეს არის უყურადღებობის გამო გაზის დაგროვება და აფეთქება. უბედური შემთხვევების, დაახლოებით, 90% ხდება ნაქირავებ და ნაგირავებ ბინებში.

როდესაც ღია წვის კამერიანი დანადგარი დახურულ სივრცეშია დამონტაჟებული, იქ ხდება არასრული წვა. არასრული წვის პროდუქტია ნახშირჟანგი – CO. როდესაც დახურულ სივრცეში 1% ნახშირჟანგი დაგიგროვდებათ და 99% ისევ ჟანგბადია, ნებისმიერი ასაკის და ნებისმიერი ჯანმრთელობის მქონე ადამიანის გარდაცვალებას იწვევს 2-3 წუთში“, – აცხადებს გიორგი ლეფსვერიძე.

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  ვისაც სახლში არ აქვს კონდიცირების საშუალება, გამოიყენოს საზოგადოებრივი ადგილები - აფთიაქები, დიდი მოლები - პაატა იმნაძე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი