ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოგაერო: 2024 წელს CO2-ის კონცენტრაცია მსოფლიოში ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა

გაერო: 2024 წელს CO2-ის კონცენტრაცია მსოფლიოში ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა

გასულ წელს ნახშირორჟანგის (CO2) საშუალო კონცენტრაცია დედამიწის ატმოსფეროში მილიონზე 3,5 ნაწილაკით გაიზარდა (3,5 ppm). ინფორმაცია გაეროსთან არსებული მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ახალ ბიულეტენში ამოქვეყნდა. მასში აღნიშნულია, რომ ასეთი მკვეთრი ზრდა გაზომვების დაწყების (1957 წ.) შემდეგ არ დაფიქსირებულა.

შედარებისთვის: 2011-2020 წლებში საშუალო წლიური ზრდა მილიონზე 2,4 ნაწილაკი იყო.

ნაწილაკები მილიონზე (ppm) სტანდარტული ერთეულია, რომლითაც ატმოსფეროში აირების კონცენტრაციას ზომავენ. ის გვიჩვენებს, მოცემული აირის რამდენი მოლეკულა მოდის ჰაერის შემადგენლობაში შემავალი სხვა აირების ერთ მილიონ მოლეკულაზე.

„სისტემა ინგრევა. მისი ქცევა იცვლება. ჩვენ ვეღარ ვიწინასწარმეტყველებთ, განმეორდება თუ არა ეს ზრდა წელს. ჩვენ უბრალოდ არ ვიცით“, – განაცხადა ორგანიზაციის ექსპერტმა ოქსანა ტარასოვამ.

ორგანიზაციაში დასძინეს, რომ რეკორდულ დონეს მიაღწია ასევე მეთანისა და აზოტის ქვეჟანგის კონცენტრაციამაც. ეს მეორე და მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი სათბურის აირებია, რომლებიც ადამიანის საქმიანობასთან არის დაკავშირებული.

  ალა პუგაჩოვას ქალიშვილი კრემლში გამართულ კონცერტზე „დაბლოკეს“ - „ბოლო წუთას დარბაზში არ შეუშვეს“
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი