ლოს ანჯელესში 2024 წლის „გრემის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წლის საუკეთესო ჩანაწერად მაილი საირუსის Flowers დასახელდა.
16-წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში, მომღერლისთვის ეს პირველი გრემია. მთავარი კატეგორიის გარდა, საირუსი ასევე წარდგენილი იყო საუკეთესო პოპ სოლო შესრულების ნომინაციაში.
მომღერალს გამარჯვებით გამოწვეული სიხარული არ დაუფარავს და სცენაზე ამაყად გამოაცხადა: “მე ჩემი პირველი გრემის ჯილდო მოვიგე”.
სამადლობელი სიტყვის დროს, მაილიმ მადლიერება გამოხატა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც მისი ალბომის შექმნაში მიუძღოდა წილი და ხუმრობით აღნიშნა:
“მადლობის გადახდა არავისთვის დამვიწყებია, მაგრამ მგონი, საცვლების ჩაცმა დამავიწყდა”.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). „მადლობის გადახდა არავისთვის დამვიწყებია, მაგრამ მგონი, საცვლების ჩაცმა დამავიწყდა“ – მაილი საირუსის ხუმრობა „გრემის“ მიღების შემდეგ. 6 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/მადლობის-გადახდა-არავის/
