ვის რამდენით გაეზრდება პენსია 2026 წლიდან

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 45 ლარით გაიზრდება და 495 ლარი გახდება, 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით გაიზრდება და 370 ლარით განისაზღვრება 2026 წლიდან ასაკით პენსიონერთა პენსია გაიზრდება, – ამის შესახებ აღნიშნულია 2026 წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიაში, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარლამენტს უკვე გადაუგზავნა.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 45 ლარით და განისაზღვრება 495 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება.

70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 444 ლარი იქნება.  ამასთან, პროექტის მიხედვით, გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 45 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით.

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ვის რამდენით გაეზრდება პენსია 2026 წლიდან. 16 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ვის-რამდენით-გაეზრდება-პ-2/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi