„დედა, იამაყე, რადგან შენ ნამდვილად შეიძლება გეწოდოს თავდადებული! – ნუცა თოფურიას ემოციური მიმართვა დედას

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ რუბრიკაში – „დედას“, საკუთარი დედის შესახებ მომღერალმა ნუცა თოფურიამ ემოციურად ისაუბრა.

ნუცას თქმით, მისთვის დედა მთავარი მოტივატორი და დედობის, სილამაზის და ქალის ეტალონია.

რუბრიკაში ნუცამ დედასთან დაკავშირებული ბავშვობის მოგონებებიც გაიხსენა და მას მიმართა:

„დედა ჩემი მთავარი მოტივატორია – დედობის, ქალის, სილამაზის ეტალონია. დედა იამაყე, რადგან შენ ნამდვილად შეიძლება გეწოდოს თავდადებული.

- Advertisement -
Ad imageAd image

ეხოზე რომ მითხრეს გოგოაო, ჩემს ფიქრებში და ოცნებებში როგორიც წარმომედგინე, ზუსტად ასეთი ხარო.

იმდენი გააკეთა, რომ დღეს მე სცენაზე ვდგავარ. რუსთაველზე ვსეირნობდით, მკითხა, ნიჭიერთა ათწლედში გამოცდაზე მიხვალო? ქუჩიდან ალბათ არავინ მისულა, მიმიყვანა და ამის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ძალიან კარგი რაღაცები დაიწყო.

ყოველთვის ყველგან დამყვებოდა. საკუთარი ცხოვრება გადადო და მე და ჩემს ძმას დაგვითმო, ძალიან მეგობრულია, სიმშვიდის და სიწყნარის განსახიერებაა.

დედას არასდროს შეშლია – ყოველთვის, სწორ დროს, სწორ ადგილას, სწორ რჩევას მაძლევს.

როდესაც „ანა-ბანაში“ მივედი, დედა სულ ჩემთან ერთად იყო, მუშაობდა, მაგრამ აბსოლუტურად მიატოვა და ის პერიოდი მე მომიძღვნა.

- Advertisement -
Ad imageAd image

მისი წყალობით იმდენად შევდექი, რომ შემიძლია, რასაც ხელს დაადებს, მაქსიმალურად ვეცადო, შევუსრულო, სამოგზაუროდ წავიყვანო, ეს ყველაზე მეტად მაბედნიერებს“, – ამბობს ნუცა თოფურია.

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „დედა, იამაყე, რადგან შენ ნამდვილად შეიძლება გეწოდოს თავდადებული! – ნუცა თოფურიას ემოციური მიმართვა დედას. 14 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/დედა-იამაყე-რადგან-შენ-ნ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi