სამშაბათი, იანვარი 13, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემასაავადმყოფოს მომსახურება, ჯანმრთელობის დაზღვევა, სტომატოლოგია და ა.შ. - 20 მომსახურება, რომელიც სექტემბერში...

საავადმყოფოს მომსახურება, ჯანმრთელობის დაზღვევა, სტომატოლოგია და ა.შ. – 20 მომსახურება, რომელიც სექტემბერში გაძვირდა

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 % შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.1%-ით განისაზღვრა.

რაც შეეხება მომსახურებებს, წლიურად ყველაზე მეტად გაიზარდა საავადმყოფოს მომსახურებისა და ტელეფონის შეკეთების ფასი.

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრენიუსი“ საქსტატზე დაყრდნობით გთავაზობთ გაძვირებული ტოპ-20 მომსახურების ჩამონათვალს:

საავადმყოფოს მომსახურება – 27%

მობილური ტელეფონის შეკეთება – 14%

თერაპევტის კონსულტაცია – 13%

ავტომობილის რეცხვის გადასახდელი – 10.4%

ქალის თმის დავარცხნა – 10%

მამაკაცის თმის შეჭრა – 9%

ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება – 9%

ჯანმრთელობის დაზღვევა – 8.7%

სანტექნიკოსის მომსახურება – 8.3%

სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) – 7%

სასტუმროს მომსახურების ღირებულება – 6.4%

მამაკაცის ტანსაცმლის გადაკეთება – 6%

სისხლის ანალიზი – 5%

საგარეუბნო ავტობუსით მგზავრობა – 4.5%

ძიძის მომსახურების ღირებულება – 4.4%

გასართობი ცენტრის მომსახურების ღირებულება -4%

ტაქსით მომსახურება ქალაქს შიგნით – 3.3%

მამაკაცის ფეხსაცმლის შეკეთება -3%

მღებავის მომსახურება – 2.4%

ქალის ფეხსაცმლის შეკეთება – 2.3%

წყარო

  თურქეთმა და აზერბაიჯანმა, საქართველოს გავლით, ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების შესახებ ახალი, გრძელვადიანი შეთანხმება გააფორმეს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი