ძიუდოისტი თორნიკე გიგაური ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონია

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

პერუს დედაქალაქ ლიმაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა -66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თორნიკე გიგაურმა.

ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე ყაზახი აკილჟან ჟუბათკანოვი, ლიეტუველი სიმას პოლიკევიჩუსი, უზბეკი დილშოდბეკ ჰამროევი და აზერბაიჯანელი ნიზამი იმრანოვი დაამარცხა.

ოქროს მედლისათვის შეხვედრაში თორნიკე გიგაურმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დროშით მოასპარეზე ძიუდოისტს, აბდულახ პარჩიევს სძლია და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ძიუდოისტი თორნიკე გიგაური ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონია. 6 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ძიუდოისტი-თორნიკე-გიგაურ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi