ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე და კიდევ ერთი ახალგაზრდა დაშავდა - სტუდენტები...

„ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე და კიდევ ერთი ახალგაზრდა დაშავდა – სტუდენტები მეტეხის ხიდთან 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით განცხადებას გეგმავდნენ, რა დროსაც მათი ინფორმაციით, თავს დაესხნენ“

„მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი უკვე იდენტიფიცირებულია და გადაყვანილია გამოკითხვაზე პოლიციაში“ – ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი უკვე იდენტიფიცირებულია და გადაყვანილია გამოკითხვაზე პოლიციაში. საზოგადოებას მალე მივაწვდით დამატებით ინფორმაციას მომხდარი შემთხვევის სხვა დეტალების შესახებაც”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სტუდენტები მეტეხის ხიდთან 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით განცხადებას გეგმავდნენ, რა დროსაც მათი ინფორმაციით, თავს დაესხნენ. შედეგად “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იგორ ნარმანია და კიდევ ერთი ახალგაზრდა დაშავდა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  როგორ გამოვიყენოთ წყალბადის ზეჟანგი სხვადასხვა შემთხვევების დროს - ეფექტური რჩევები
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი