ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდი„თუ მოთოვს, ოჯახი სიმდიდრეში იცხოვრებს...“ - ეზოტერიკოსების მინიშნებები ქორწილის დღეს განვითარებულ მოვლენებზე

„თუ მოთოვს, ოჯახი სიმდიდრეში იცხოვრებს…“ – ეზოტერიკოსების მინიშნებები ქორწილის დღეს განვითარებულ მოვლენებზე

ქორწილთან დაკავშირებით ხალხში არაერთი რწმენა და მინიშნება არსებობს – არა მარტო საკუთრივ ცერემონიასთან, არამედ სიძე-პატარძალთან, მშობლებთან და სტუმრებთან დაკავშირებითაც.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ რწმენა-მინიშნებების ნაწილი შესაძლოა სხვა ხალხებიდან იყოს შემოსული და დამკვიდრებული ჩვენს ყოფაში.

საქორწინო ბეჭდები სიძე-პატარძლის გარდა სხვამ არ უნდა მოიზომოს ან გაიკეთოს;

პატარძალმა ჯვრისწერამდე სარკეში სრულად აღკაზმულმა არ უნდა ჩაიხედოს – ჩაცმულობიდან რამე დეტალი უნდა მოიშოროს და ისე შეაფასოს საკუთარი გარეგნობა;

ჯვარდაწერილებს შორის არც არავინ უნდა ჩადგეს და არც არავინ უნდა გაიაროს, თორემ ქორწინება დაირღვევა;

ახლად შეუღლებულებმა ერთი თეფშიდან არ უნდა ჭამონ, თორემ ოჯახში საჭმელზე გაჭირვება დაისადგურებს;

როცა სასიძო საცოლეს მშობლების ოჯახიდან გამოიყვანს, ისე უნდა გაარიდოს იქაურობას, რომ უკან არ მიიხედოს;

სიძე-პატარძალს გზადაგზა ვარდის ფურცლები ან ყვავილები უნდა დაუყაროთ, რომ ავი ძალები მოატყუოთ და მათთან ახლოს არ მიუშვათ;

თუ ქორწილის დღეს გაწვიმდა, კარგის ნიშანია – წვიმა შურსა და ავ თვალს ცუდს ჩამორეცხავს;

თუ მოთოვს – ოჯახი სიმდიდრეში იცხოვრებს;

თუ სიძეს ან პატარძალს ბეჭედი დაუვარდება, ქორწინება ხანმოკლე იქნება;

არ შეიძლება ქორწილში დანა-ჩანგლის ჩუქება – ჩხუბი და დავიდარაბა იცის…

მინიშნებები პატარძლისთვის… ნახეთ სრულად

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  „მამის გაუმჯობესებული ასლია“ - „კლონის“ ცნობილი წყვილის მომხიბლავი ვაჟი მოდელის კარიერას უმიზნებს 
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი