პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაკახა კალაძე ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაზე: პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ვართ მე, ჩემი...

კახა კალაძე ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაზე: პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ვართ მე, ჩემი გუნდი, სრულიად მთავრობა

როდესაც ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა დავიწყეთ, მოსახლეობაში თავიდან იყო შიში და აბსოლუტურად მესმის ამ ადამიანების, ვუგებ მათ იმიტომ, რომ ბევრი პრობლემა ნახეს, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში.

მისი თქმით, თავის დროზე მოსახლეობა სამშენებლო კომპანიების გამო ზარალდებოდა და ყველაფრის გარეშე რჩებოდა, თუმცა დღეს პასუხისმგებელი და გარანტი იმისა, რომ პროექტი განხორციელდება არის დედაქალაქის მუნიციპალიტეტი, თავად მერი და მისი გუნდი.

„თავიდან, როდესაც პროგრამა დავიწყეთ, სულ სამი პროექტი გვქონდა. იყო სამი საცხოვრებელი კორპუსი, სადაც მოსახლეობა 100%-ით დაგვთანხმდა და დავიწყეთ პროექტის განხორციელება. რამდენიმე დღის წინ გარემონტებული და ყველანაირად მოწესრიგებული ბინები გადავეცით ნაწილს.

თავიდან შიშიც იყო და აბსოლუტურად მესმის ამ ადამიანების, ვუგებ მათ იმიტომ, რომ იმდენი პრობლემა ნახეს – იყვნენ სამშენებლო კომპანიებით დაზარალებულები, მათ ჰპირდებოდნენ რომ გააკეთებდნენ, ფულს ახდევინებდნენ და შემდეგ ყველაფრის გარეშე რჩებოდნენ. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ – მუნიციპალიტეტი ვართ გარანტი, პასუხისმგებლები. მე, კახა კალაძე, ჩემი გუნდი, სრულიად მთავრობა არის პასუხისმგებელი, რომ პროექტი განხორციელდება, დამთავრდება და თქვენ, იმ ოჯახებს და ადამიანებს, ვინც ავარიულ საცხოვრებელ კორპუსებში ცხოვრობთ, არ გექნებათ არანაირი პრობლემა. დროებით მოგიწევთ ქირით გასვლა, რასაც მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს და დაგიბრუნდებათ ახალი სრულად გარემონტებული საცხოვრებელი კორპუსები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

  იცით თუ არა, რომ… შუა საუკუნეების ადამიანისთვის ღვინო და ლუდი ფუფუნება კი არ იყო, არამედ აუცილებელი სასმელი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი