პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„პირადი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ფასად გადადგა ეს ნაბიჯი და ჩამოვიდა საქართველოში - ...

„პირადი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ფასად გადადგა ეს ნაბიჯი და ჩამოვიდა საქართველოში – მიხეილ სააკაშვილმა საპყრობილიდან საზოგადოებას მოუწოდა ბრძოლისკენ, ეს ბრძოლა გრძელდება დღემდე“-ლევან ბეჟაშვილი

ხუთი წელი გავიდა მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან, რომელმაც პირადი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ფასად გადადგა ეს ნაბიჯი და ჩამოვიდა საქართველოში, ჩაჯდა პუტინის ციხეში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 4 ოქტომბერს ასიათასობით ადამიანი უნდა გამოვიდეს, რომლებსაც შეუძლიათ, ქვეყანა შეაბრუნონ ევროპისკენ.

„მიხეილ სააკაშვილმა პირადი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ფასად გადადგა ნაბიჯი და ჩამოვიდა საქართველოში, ჩაჯდა პუტინის ციხეში, ივანიშვილის რეჟიმის საპყრობილეში და იქიდან საზოგადოებას მოუწოდა ბრძოლისკენ. ეს ბრძოლა გრძელდება დღემდე. დღეს არის პირველი ოქტომბერი, ხუთი წელი გავიდა, რაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. ეს თარიღი კიდევ ერთი დამატებითი სტიმული და მოტივაცია უნდა იყოს 4 ოქტომბრისთვის, რომ ქართველმა ხალხმა ერთიანობით ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ის რუსული რეჟიმი, რომელიც ივანიშვილმა ჩამოაყალიბა საქართველოში. პირველი ოქტომბერი ასევე არის თარიღი, როდესაც რუსეთმა 13 წლის წინ განახორციელა რუსული სპეცოპერაცია საქართველოში. საზოგადოებას შევახსენებ პუტინის განცხადებას, რომ „ის, რაც ვერ შეძლო პუტინმა და რუსეთმა 2008 წლის ომის დროს, შეძლებს ქართველი ხალხი და მათ ჰქონდათ შესაბამისი გეგმა“. ეს არის ციტატა და გთხოვთ, ამოიღეთ პუტინის განცხადებიდან. სამწუხაროდ, საქართველოში აღმოჩნდნენ ადამიანები ივანიშვილის მეთაურობით, რომლებმაც ეს გეგმა განახორციელეს, ეს გეგმა თავიდან შეფარული იყო, მაგრამ ყოველ წელს ამ ყველაფერს ადასტურებდნენ და დღეს აღარ არსებობს კითხვები, არც ქვეყნის შიგნით, არც გარეთ, რომ ქვეყანას მართავენ რუსები. ეს ყველაფერიც კიდევ ერთი დამატებითი სტიმული უნდა იყოს, რომ ხალხი გამოვიდეთ 4 ოქტომბერს ასი ათასობით ადამიანი, რომლებსაც შეუძლიათ ქვეყანა შემოაბრუნოს ევროპისკენ და ყველამ ერთად ვიზეიმოთ ხალხის გამარჯვება ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი