„იმისთვის, რომ სპორტულ სკოლაში შევეყვანე, მამაჩემმა გაყიდა მოტოციკლი, რომელიც შვილივით უყვარდა“ – თემურ ქეცბაია მამაზე საუბრისას ატირდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი თემურ ქეცბაია ერთ-ერთ გადაცემაში მშობლების შესახებ საუბრობდა, თქვა რომ ძალიან ენატრება მშობლები… და ემოციები ვერ შეიკავა.

„მე-6 კლასში ვიყავი, როცა თბილისში, სპორტულ სკოლა ინტერნატში ჩამიყვანა მამაჩემმა, იქ სინჯები იყო, სადაც თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინე, მაგრამ გარკვეული თანხა იყო გადასახდელი, რომ დავეტოვებინეთ. 500 მანეთი იყო საჭირო. მაშინ მამაჩემს ჰყავდა მოტოციკლეტი, რომელიც შვილივით უყვარდა და მოუწია აქ მოტოციკლეტის გაყიდვა, იმისათვის რომ მე სპორტულ სკოლაში ვყოფილიყავი. ამას როგორ დავივიწყებდი, რა თქმა უნდა შვილისთვის ყველაფერს გაიღებ, მაგრამ მარტო მე არ ვიყავი, ჩემს გარდა 3 შვილი ჰყავდა მამაჩემს. მთელი ცხოვრება მახსოვდა ეს მომენტი და ამან დიდი მოტივაცია მომცა, გამეკეთებინა მაქსიმუმი, იმისათვის,  რომ მამაჩემის იმედი გამემართლებინა.

ძალიან მენატრება ჩემი მშობლები. ყველაფერს გავაკეთებდი, რომ კიდევ ერთხელ მენახა ისინი“, – ამბობს თემურ ქეცბაია.

- Advertisement -
Ad imageAd image

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

 

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „იმისთვის, რომ სპორტულ სკოლაში შევეყვანე, მამაჩემმა გაყიდა მოტოციკლი, რომელიც შვილივით უყვარდა“ – თემურ ქეცბაია მამაზე საუბრისას ატირდა. 1 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/იმისთვის-რომ-სპორტულ-სკ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi