„რა წამსაც ეთერში აღარ ვიყავი, ტელეფონი გაჩუმდა… ჩემს ამ მდგომარეობას ვეძახდი: „მაიას არავინ არ სწერს“ – 3-წლიანი პაუზის შემდეგ მაია ასათიანი „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ გამოჩნდება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

„ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ მორიგი ეპიზოდის სტუმარი ტელეჟურნალისტი მაია ასათიანი იქნება. გადაცემა ეთერში ოთხშაბათს გავა.

გადაცემის ანონსს მაია ასათიანი „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. ვიდეოში მას წამყვანი ასე წარადგენს: „სამწლიანი პაუზის შემდეგ, მაია ასათიანის ეთერი“.

თავად მაია ასათიანი გამოქვეყნებული ვიდეოს მონაკვეთში აღნიშნავს:

„რა წამსაც ხუთშაბათს საღამოს ეთერში აღარ ვიყავი, ტელეფონი გაჩუმდა. მარკესის ერთი მოთხრობაა: „პოლკოვნიკს არავინ სწერს“, – გადამდგარ პოლკოვნიკზეა, რომელიც წერილს ელოდება, წერილი არ მოდის… ჩემს ამ მდგომარეობას ამას ვეძახდი – მაიას არავინ არ სწერს, როდესაც დამირეკავენ და მეტყვიან: რა მინდა გთხოვო, მე ვეტყვი: დიახ გისმენთ“.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „რა წამსაც ეთერში აღარ ვიყავი, ტელეფონი გაჩუმდა… ჩემს ამ მდგომარეობას ვეძახდი: „მაიას არავინ არ სწერს“ – 3-წლიანი პაუზის შემდეგ მაია ასათიანი „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ გამოჩნდება. 14 ოქტომბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/რა-წამსაც-ეთერში-აღარ-ვი/

  გურიაში მას “ბასილის ფაფუკ წვერებსაც” ეძახდნენ - საქართველოში მაცხოვრებლები ძველ წელს დაემშვიდობნენ წმინდა ბასილის წვერის სიმბოლო „ჩიჩილაკის“ დაწვით
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi