პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემასაქართველოში 200 კილოგრამი „ჰეროინის“ შემოტანის ფაქტზე ბრალდებულ ირანის მოქალაქეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების...

საქართველოში 200 კილოგრამი „ჰეროინის“ შემოტანის ფაქტზე ბრალდებულ ირანის მოქალაქეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს, რომელიც საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალების შემოტანისთვის დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებულმა საქართველოში, ტვირთში დამალული, 200 კილოგრამი „ჰეროინი”, რაც 50 მილიონზე მეტი ღირებულებისაა, ირანიდან, აზერბაიჯანის გავლით, „წითელი ხიდიდან” შემოიტანა.

დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, ტვირთი ბულგარეთში უნდა გასულიყო და მისი დაცვის ქვეშ მყოფს ნარკოტიკულ საშუალებასთან შეხება არ ჰქონია.

„წარდგენილ ბრალდებაში ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. ვინაიდან ის არის მძღოლი, არც სატვირთო ავტომობილი და არც ტვირთი არ იყო მისი. შეიძლება ითქვას, რომ ის არის მსხვერპლი“, – განაცხადა ადვოკატმა.

ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  „ზაფხულში გაჩენილ ტყის ხანძრებთან კავშირში მყოფი 40-მდე პირი დააკავეს“-ერდოღანი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი