“საკმაოდ რთული მდგომარეობაა ხარაგაულში. ვფიქრობ, რომ ადგილზე ეს პროცესი [მეწყერი] გაგრძელდება“, – ამის შესახებ “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ “ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, ხარაგაულში, სოფელ ხემაღალსა და სოფელ ღვერკში მეწყრული პროცესები კვლავაც აქტიურია. მიწის ნაპრალების გაფართოების, საცხოვრებელი სახლების განადგურებისა და მომატებული საფრთხის გამო, მოსახლეობის ნაწილმა სოფლები უკვე დატოვა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ადგილზე პროცესები მოკლე დროში განვითარდა.
“საკმაოდ რთული მდგომარეობაა ხარაგაულში. ვფიქრობ, რომ ადგილზე ეს პროცესი [მეწყერი] გაგრძელდება. ბევრს შესაძლოა, არ უნდოდეს, რომ მიზეზი დაინახოს, მაინც ვფიქრობთ, რომ ეს არის გამოწვეული ადამიანის ქმედებებისა და ბუნებრივი პროცესების თანხვედრის. საკმაოდ მძიმე შედეგებამდე მივყავართ პროცესებს. საკმაოდ რთულ პრობლემასთან გვაქვს საქმე ხარაგაულში. შეიძლება ითქვას, რომ განსხვავებულია იმ პრობლემებისგან, რასაც ვხედავთ ზოგადად კავკასიონზე და აჭარა-თრიალეთის ქედზე… განაგრძეთ კითხვა
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi