„შეუძლებელია მარტო საქართველოში იყოს მშვიდობა, როდესაც რეგიონში ომია – ეს ტყუილია“- გვარამიას პარტიის წევრი ივა ჭყონია

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

“კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, ივა ჭყონიას თქმით, საუბარი იმაზე, რომ საქართველოში მშვიდობაა, ეს მოჩვენებითია და მას მოგონილ მშვიდობას უწოდებს.

მან ამის შესახებ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ შეუძლებელია მარტო საქართველოში იყოს მშვიდობა, როდესაც რეგიონში ომია.

„ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტად გავერთიანდებით ყველა. აქ არ არის მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებზე, აქ არის აქტივისტებზეც საუბარი, რომლებსაც უნდათ ჩვენი ქვეყნის ნათელი, ევროპული მომავალი და სტაბილურ ქვეყანაში ცხოვრება და არა მოგონილ მშვიდობიან ქვეყანაში. როგორ შეიძლება შენს მეზობელთან იყოს ომი და შენ გქონდეს მშვიდობა. წარმოუდგენელია, ეს არის სრული ტყუილი. მშვიდობა მთლიანად უნდა იყოს გეოპოლიტიკურად ჩვენ სადაც ვართ იქ და არა მარტო… საქართველოში მარტო მშვიდობა ვერ იქნება. პირიქით, შეიძლება უფრო ძვირიც დაგვიჯდეს და უფრო მეტი პრობლემები შეგვექმნას“- აცხადებს ჭყონია.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „შეუძლებელია მარტო საქართველოში იყოს მშვიდობა, როდესაც რეგიონში ომია – ეს ტყუილია“- გვარამიას პარტიის წევრი ივა ჭყონია. 5 მარტი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/შეუძლებელია-მარტო-საქარ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi