პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„ოპონენტების რიტორიკა ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება“ - ზაურ გობაძე, ხულოს საკრებულოს დეპუტატი

„ოპონენტების რიტორიკა ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება“ – ზაურ გობაძე, ხულოს საკრებულოს დეპუტატი

ზაურ გობაძე – დეპუტატი ხულოდან: გამოწვევები, მიღწევები და წინასაარჩევნო ხედვები

ზაურ გობაძე ხულოს მუნიციპალიტეტის დიდაჭარის, საციხურისა და აგარის მაჟორიტარი დეპუტატია, პოლიტიკურ გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სიიდან. ჰყავს მეუღლე (ნანო გობაძე ხულოს რაიონის სოფელ ირემაძეების საშუალო სკოლაში მუშაობს მხატვრული წრის ხელმძღვანელად) და ორი შვილი (ვეფხია და მარიკა გობაძე).

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

ზაური გობაძე დღეს პარტია „ხალხის ძალის“ წარმომადგენელია. პროპორციული სიის პირველ ათეულშია და პირველად მონაწილეობს პროპორციული წესით არჩევნებში.

ზაურ გობაძე უკვე მესამე მოწვევის საკრებულოს წევრია.

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

წინასაარჩევნო პერიოდში ის კვლავ საკუთარ სტილს ინარჩუნებს – უშუალოდ ხვდება ამომრჩევლებს და პასუხისმგებლობით ეკიდება თითოეულ პრობლემას, ეცნობა მათ საჭიროებებს. როგორც ის აცხადებს, მომდევნო ოთხი წლის პრიორიტეტი იქნება ინფრასტრუქტურული პროექტები – გზების მოწესრიგება, 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფა და ელექტროსისტემების მოწესრიგება მთებში.

სოფელ ირემაძეებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე სოფლებში არსებულ გამოწვევებზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს, ბევრ მნიშვნელოვან საკითხსაც შეეხნენ. ხულოს მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია მოსახლეობის უწყვეტი და ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფა. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ინფრასტუქტურული სამუშაოები.

შეიძლება იყოს 2 ადამიანი გამოსახულება

ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები – გზები, ინფრასტრუქტურა და სოციალური მხარდაჭერა

ამომრჩეველთა ძირითადი მოთხოვნები უკავშირდება ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებს:

  • გაუმჯობესებული საავტომობილო გზები

  • ფერდსამაგრი და საყრდენი კედლების მშენებლობა

  • ელექტრომომარაგების სტაბილურობა

  • სპორტული მოედნები და ახალგაზრდული ინფრასტრუქტურა

დეპუტატის თქმით, მიუხედავად ფორმატის ცვლილებისა, კვლავ პირადად ხვდება მოსახლეობას და უსმენს მათ საჭიროებებს.

„ჩემი მეგობარი ირმა შავაძე მაჟორიტარად იყრის კენჭს დიდაჭარიდან. მე კი ამჯერად, ახალ ამპლუაში ვაგრძელებ საქმეს და მჯერა, გუნდის ძალისხმევით წარმატებას მივაღწევთ“.


ზაურ გობაძე – მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დეპუტატი

პასუხისმგებლობის გრძნობა და ამომრჩევლებთან ახლო ურთიერთობა მისთვის ყოველთვის პრიორიტეტი იყო. ახალ რეალობაში კი, მისი ოლქი გაფართოვდა და მოიცავს როგორც დიდაჭარს, ისე საციხურსა და აგარს.

„საკრებულოში საქმიანობის გაგრძელება ჩემთვის დიდი პატივია. ახლად დამატებულ რეგიონებში პრობლემებიც და საჭიროებებიც მრავალფეროვანია. ვგეგმავ, არსებული გამოცდილებით და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, ეფექტიანად ვუპასუხო ამ გამოწვევებს“, – აღნიშნა გობაძემ.

  ლუკა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

მისი თქმით, პარტიული ცვლილება პირადი ან პოლიტიკური ინტერესით არ ყოფილა ნაკარნახევი.

„სადაც ქვეყნის ინტერესებია – იქ ვრჩები. სწორედ ამიტომ გადავედი ‘ხალხის ძალაში’“, – ამბობს ზაურ გობაძე.


მოსახლეობის განწყობა და მოლოდინები არჩევნებზე

დეპუტატის შეფასებით, მოსახლეობა ერთგულად უჭერს მხარს მმართველ პარტიას და „ქართული ოცნება“ კვლავ მოიპოვებს ხმების უმრავლესობას.

„წინა წლებში განხორციელებული პროექტები მოსახლეობის მხარდაჭერის განმსაზღვრელი ფაქტორია. ვხედავ დიდ ოპტიმიზმს და მჯერა, ოქტომბრის არჩევნებზე გამარჯვება იქნება დამაჯერებელი“.


„ჩვენ ერთ პოლიტიკურ ხაზს ვემსახურებით – სახელმწიფოს სიძლიერე და ეროვნული ღირებულებების დაცვა მთავარი პრიორიტეტია“.


ვახტანგ ბერიძე – მერობის კანდიდატი და ამომრჩეველთა მხარდაჭერა

„ქართული ოცნების“ ხულოს მერობის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე 6 წლის განმავლობაში იყო მუნიციპალიტეტის მერი. ბოლო ერთი წელია, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა. მმართველმა გუნდმა ის მერობის კანდიდატად წარადგინა და 4 ოქტომბერს ადგილობრივების ნდობის გამოცხადებას ისევ ელოდება.

„მისი უშუალო დამოკიდებულება, პრაქტიკული მიდგომა და ადგილობრივი პრობლემების ცოდნა სწორედ ის ფაქტორებია, რამაც ამომრჩევლის ნდობა მოიპოვა“, – ამბობს ზაურ გობაძე

შეიძლება იყოს 2 ადამიანი, ბავშვი და ტექსტი გამოსახულება


ეროვნული გმირების ხსოვნა – მერაბ ჭელიძის მემორიალი

ხულოს რაიონის სოფელი ირემაძეების საშუალო სკოლა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მერაბ ჭელიძის სახელს ატარებს. მერაბმა სკოლა დაამთავრა სოფელ ირემაძეებში, შემდეგ ოჯახი წალკაში გადავიდა საცხოვრებლად.

პირველივე დღეს, ცხინვალთან ახლოს, დაჭრილების გამოყვანისას, ნაღმის ნამსხვრევის მოხვედრის შედეგად დაიღუპა. გარდაცვალების შემდგომ მას მიენიჭა ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი.

აღსანიშნავია, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ 2024 წელს სოფელ ირემაძეებში 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომში დაღუპული მერაბ ჭელიძის სასაფლაოსთან მისასვლელი ბილიკი მოაწყო.

ზაურ გობაძე განსაკუთრებულად გამოეხმაურა 2008 წლის ომის გმირის, მერაბ ჭელიძის ხსოვნის საკითხს:

„მერაბი ჩვენი სოფლის სიამაყეა. მის მემორიალზე ზრუნვა და პატივისცემა ჩვენი ვალია. მადლობა ბიზნესმენ გოჩა ირემაძეს, რომელმაც მემორიალი ააგო და სოფელს ღირსეული სივრცე აჩუქა“.


ოპოზიციის როლი და ხულოს პოლიტიკური გარემო

ზაურ გობაძემ ოპოზციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ოპონენტების რიტორიკა ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება:

„ჯანსაღი ოპოზიცია საჭიროა, მაგრამ რასაც დღეს ვხედავთ – ეს დესტრუქციული მიდგომებია. ხულოს მოსახლეობა ამას კარგად ხედავს და არჩევანს პასუხისმგებლობის მქონე გუნდზე გააკეთებს“.


დასკვნა

ზაურ გობაძის ხედვები და დამოკიდებულება მკაფიოდ აჩვენებს მის მყარ კავშირს როგორც ამომრჩეველთან, ისე რეგიონის პრობლემებთან. მისი სიტყვებით, ხულოს მუნიციპალიტეტში გუნდის ერთიანობა და გრძელვადიანი სტრატეგია გამარჯვების გარანტიაა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი