ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ მიიღო.
საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის მომეტებული საფრთხე არსებობს, რის გამოც პროკურატურა ზურაბ ზვიადაურისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. ასევე, პროკურორი საუბრობდა ზვიადაურის მხრიდან მტკიცებულებების განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხეებზე.
დაცვის მხარე ბრალდების შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატმა სასამართლოს ზვიადაურის 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ზურაბ ზვიადაური დუმილის უფლებით სარგებლობს.
ოლიმპიურ ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სამართალდამცავებმა 16 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 18 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ზურაბ-ზვიადაურს-აღკვეთის/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T01:16:49+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
