სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„ამ ულამაზეს შენობას, რომლის ისტორიაც მე-19 საუკუნიდან იწყება, ბევრი რამ ახსოვს. იგი...

„ამ ულამაზეს შენობას, რომლის ისტორიაც მე-19 საუკუნიდან იწყება, ბევრი რამ ახსოვს. იგი ჩვენი ისტორიის არაერთ საინტერესო ფურცელს ინახავს. სასახლის არქიტექტურა ბევრჯერ შეიცვალა. ცნობილი ქართველი მებაღის, მიხეილ მამულაშვილის მიერ გაშენებულმა სასახლის ბაღმაც სახე იცვალა“

თბილისის განვითარების ფონდმა, პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაცია-რესტავრაცია დაასრულა. მოსწავლე-ახალგაზრდობის განახლებული სასახლე თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან ერთად გახსნა.

დედაქალაქის მერმასიტყვით გამოსვლისას ყურადღება ეროვნული სასახლის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომმომავალი თაობები უკვე განახლებულ შენობაში მიიღებენ ცოდნასა და განათლებას.

„ამ ულამაზეს შენობას, რომლის ისტორიაც მე-19 საუკუნიდან იწყება, ბევრი რამ ახსოვს. იგი ჩვენი ისტორიის არაერთ საინტერესო ფურცელს ინახავს. სასახლის არქიტექტურა ბევრჯერ შეიცვალა. ცნობილი ქართველი მებაღის, მიხეილ მამულაშვილის მიერ გაშენებულმა სასახლის ბაღმაც სახე იცვალა. შეიცვალა დედაქალაქიც სასახლის გარშემო, თუმცა უცვლელი დარჩა ის ემოცია, რაც უამრავ ადამიანს აკავშირებს ამ კედლებთან – სიხარულის, ბედნიერების შეგრძნება, მუსიკასთან, ფერთან, პოეზიასთან ზიარების განცდა, პირველი ნაბიჯები სცენაზე, მეცნიერებაში მიღწეული გამარჯვებები. განახლებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე კვლავ სიხარულით უღებს კარს ჩვენს პატარებს. შეუძლებელია აქ არ ახდეს მათი ოცნებები, მათი ნატვრა, რადგან ამ ულამაზეს და მართლაც ჯადოსნურ სამყაროს სასახლესა და ბავშვებზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები ემსახურებიან. მე, როგორც თბილისის მერი და ოთხი შვილის მამა, დღეს ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ მომეცა შესაძლებლობა, ჩემი წვლილი შემეტანა სასახლისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, სასახლე სრულად განახლდა – რეაბილიტირდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რესტავრაცია ჩაუტარდა ისტორიულ ავეჯს, აღდგა იატაკი და ჭერი.

„აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ ტექნიკური მონაცემების მიღმა უამრავი ადამიანის შრომა დგას, რომლებმაც სიყვარულით, ერთგულებით და პროფესიონალიზმით შეასრულეს საკუთარი საქმე. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მოადგილეებს – ანდრია ბასილაიასა და ირაკლი ბენდელიანს, თბილისის განვითარების ფონდს, თითოეულ თანამშრომელს. მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძეს, რომელიც იმჟამად სასახლის ხელმძღვანელი გახლდათ და ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს სამუსაოების წარმოებაში. მადლობა სასახლის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას. მინდა, მივმართო ჩვენს პატარა მეგობრებს, დღეს სასახლეში თქვენი ნაბიჯების ხმა ისმის. მინდა ვისურვო, რომ ეს ნაბიჯები იყოს ისეთი მტკიცე და წარმატებული, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგონოს მათი ხმა“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

  ლადო გუდიაშვილის შვილი გარდაიცვალა - საინტერესოა ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეურჩია დიდმა ქართველმა მხატვარმა, ლადო გუდიაშვილმა, საკუთარ ქალიშვილს სახელი

პროექტის ფარგლებში, სრულად რეაბილიტირდა საინჟინრო ქსელები, გაძლიერდა შენობის ფუძე-საძირკველი, კონსტრუქციულად გამაგრდა ძირითადი და დამხმარე ნაგებობები, ჩატარდა ფასადის რესტავრაცია, შეიცვალა სახურავის, ბურულისა და წვიმასატარი სისტემები, განახლდა ბაღის ისტორიული ღობე და ჭედური ჭიშკარი. გარდა ამისა, ჩატარდა მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების კონსერვაცია-რესტავრაცია, ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები, ხოლო ე.წ. სარკეებიან დარბაზში აღდგა კარები და დარაბები.

რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობა XIX საუკუნის შუა წლებშია აგებული. სასახლე გამოირჩევა ისეთი უნიკალური არქიტექტურული სივრცეებით, როგორებიცაა: ე.წ. სარკეებიანი დარბაზი, მარმარილოს დარბაზი და თეთრი დარბაზი. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია, რომელიც 4 500-მდე მოსწავლეს აერთიანებს.

თბილისის განვითარების ფონდმა სასახლის რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყო. სამუშაოები კომპანია „ინსმა“ შეასრულა, პროექტის საერთო ღირებულებამ კი 56 428 251 ლარი შეადგინა.

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის გახსნის ღონისძიებას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, მერის მოადგილეები, ეროვნული სასახლის დირექტორი ნინა ყიფიანი, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამაზ ალიბეგაშვილი, საკრებულოსა და პარლამენტის წევრები, ასევე, კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.