„უნდა შევიძინოთ ჯანსაღი პროდუქტი. არ უნდა იყოს დაზიანებული.
ნებისმიერი ინგრედიენტი კარგად უნდა გაირეცხოს. მით უმეტეს ისეთი ბოსტნეული, რომელიც მიწიდან მოდის, შესაძლოა ძალიან ბევრი პათოგენური მიკრობიორგანიზმი მოყვეს, რაომელსაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება შეუძლია“ – განაცხადა ირაკლი არაბულმა.
როგორ გავრეცხოთ სწორად?
„უნდა გავრეცხოთ გამდინარე ცივ წყალში. შეგიძლიათ გამოიყენოთ ხილ-ბოსტანეულისთვის განკუთვნილი სპეციალიზებული სადეზინფექციო ხსნარები. ეს ხსნარები ანადგურებს იმ პათოგენურ მიკრობიორგანიზმებს, რომელიც შეიძლება ზედაპირზე ქონდეს ხილს ან ბოსტნეულს“ – აღნიშნა სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა ირაკლი არაბულიმა.
რაც შეეხება კონსერცების საფრთხეს, ირაკლი არაბული ამბობს, რომ ერთ-ერთი ყველაზე საშიში კვებითი ინტოქსიკაცია ეს არის ბოტულიზმი.
„ბოტულიზმი — სურსათით გამოწვეული ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადება, რომელსაც იწვევს Clostridium botulinum-ის მიერ გამოყოფილი ძლიერი ნეიროტოქსინი…
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi