შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაეს ტარიფები ოდესმე თუ გაუქმდება, აშშ-სთვის სრული კატასტროფა იქნება - დონალდ ტრამპი

ეს ტარიფები ოდესმე თუ გაუქმდება, აშშ-სთვის სრული კატასტროფა იქნება – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მის მიერ დაწესებული ტარიფები კვლავ ძალაშია. ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალური ქსელით მას შემდეგ გაავრცელა, რაც აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ აშშ-ის მიერ სხვა ქვეყნებისთვის დაწესებული ტარიფების უმეტესობა უკანონოდ გამოაცხადა.

„ყველა ტარიფი კვლავ ძალაშია! დღეს უკიდურესად მიკერძოებულმა სააპელაციო სასამართლომ არასწორად განაცხადა, რომ ჩვენი ტარიფები უნდა მოიხსნას, მაგრამ მათ იციან, რომ საბოლოოდ შეერთებული შტატები გაიმარჯვებს. ეს ტარიფები ოდესმე თუ გაუქმდება, ეს ქვეყნისთვის სრული კატასტროფა იქნება. ეს ფინანსურად დაგვასუსტებს და ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, აშშ აღარ შეეგუება უზარმაზარ სავაჭრო დეფიციტსა და არასამართლიან ტარიფებსა და სავაჭრო ბარიერებს, რომლებსაც „სხვა ქვეყნები, მეგობრები თუ მტრები, აწესებენ ამერიკელი მწარმოებლების და ფერმერებისა წინააღმდეგ“.

„სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ძალაში თუ დარჩება, ის პირდაპირ გაანადგურებს შეერთებულ შტატებს. ყველამ უნდა გავიხსენოთ, რომ ტარიფები არის საუკეთესო ინსტრუმენტი ჩვენი დასაქმებულების დასახმარებლად და იმ კომპანიების მხარდასაჭერად, რომლებიც ამზადებენ ამერიკაში წარმოებულ შესანიშნავ პროდუქტს. მრავალი წლის განმავლობაში ტარიფები გამოიყენებოდა ჩვენ წინააღმდეგ უყურადღებო და უგუნური პოლიტიკოსების გამო. ახლა, შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს დახმარებით, ჩვენ გამოვიყენებთ მათ ჩვენი ერის სასარგებლოდ და ისევ გავხდით ამერიკას მდიდარს, ძლიერს და ძლევამოსილს!“ – წერს ტრამპი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 317-მდე გაიზარდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი