ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„გემო ფესტი“ დღეს და ხვალ ამბროლაურში, ახალ სანაპიროზე გაიმართება

„გემო ფესტი“ დღეს და ხვალ ამბროლაურში, ახალ სანაპიროზე გაიმართება

„გემო ფესტი“ გურმანებსა და ტურისტებს ამჯერად რაჭაში დახვდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ფესტივალი დღეს და ხვალ ამბროლაურში, ახალ სანაპიროზე გაიმართება.

„გემო ფესტი“ პირველად სწორედ რაჭაში, 2022 წელს ჩატარდა. წლევანდელ „გემო ფესტში” რაჭაში 15-მდე ადგილობრივი მზარეული მიიღებს მონაწილეობას. გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, წარადგინონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი რაჭული კერძები, რომლებსაც ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ.

ამბროლაურში, ახალ სანაპიროზე გაიხსნება კვების სივრცე, სამეწარმეო და ღვინის ბაზრობა. „გემო ფესტის” ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემეცნებითი და გასართობი აქტივობა. ფესტივალი მუსიკალურად გაფორმდება.

  „მხოლოდ 2022-2024 წლებში შეიქმნა 185 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი - ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში - გასული წლის ბოლოსთვის უმუშევრობამ შეადგინა 13,9%, ეს არის ისტორიული მინიმუმი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ“ - ირაკლი კობახიძე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი