შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემამთავრობის დადგენილებით, 29 აგვისტო უქმე დღეა

მთავრობის დადგენილებით, 29 აგვისტო უქმე დღეა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 29 აგვისტო უქმე დღეა.

დადგენილება, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე. ამასთანავე, დადგენილება არ გავრცელდება სამსახურებსა და მოსამსახურეებზე, რომელთა ფუნქციების შესრულება გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს.

უქმე დღის მიუხედავად, დღეს თბილისის ცენტრალური, ბათუმის №1 და ქუთაისის იუსტიციის სახლები 09:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს. აღნიშნული ფილიალებიდან დაჩქარებულ რეჟიმში, მხოლოდ პიროვნებასთან დაკავშირებული ძირითადი სერვისები გაიცემა. დღეს ასევე გაიცემა მზა დოკუმენტები როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული სახით.

29 აგვისტოს სტანდარტული გრაფიკით იმუშავებს ქორწინების სახლები და სატელეფონო ცენტრიც.

ასევე დაგაინტერესებთ:

რა ხდება ადამიანის ტვინში სიკვდილის დროს – კვლევა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  რაც გვეამაყება და გვაერთიანებს – 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი