შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება28 აგვისტო ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების დღეა - სამი ლოცვა, რომელიც მარიამობას ყველამ...

28 აგვისტო ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების დღეა – სამი ლოცვა, რომელიც მარიამობას ყველამ უნდა წაიკითხოს

დაიფაროს ღვთისმშობელმა საქართველო და საქართველოს მოსახლეობა! მარიამობას გილოცავთ! ასევე ყველა მარიამს ანგელოზის დღეს გილოცავთ!

28 აგვისტოს მართლმადიდებელი სამყარო, ყოვლადწმინდა და მარადის ქალწულის, ღვთისმშობლის მიძინებას აღნიშნავს.
ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, დიდი განსაცდელი ადგას დღეს საქართველოს და ქართველ ერს. შეეწიე ამ პატარა ქვეყანას და დაიფარე საფარველითა შენითა, შეგვინდე ცოდვანი ჩვენნი, რომელნიც უფრო მეტად უგუნურებით ჩავიდინეთ ვიდრე გონებით და პირს ნუ იბრუნებ ჩვენგან დედავ ღვთისაო. დაიფარე ქართველთა ოჯახები, უხუცესები ჩვენი და შვილები ჩვენი, მშობლები ჩვენი და დანი და ძმანი. მოგვმადლე სიბრძნე და სიყვარული უფლისა, მოგვმადლე სიყვარული ერთმანეთისა და თვალი გონიერი, მჭვრეტელი ავისა და კარგისა. დაიფარე წილხდომილი მიწა შენი და მოგვეც განცდა ცოდვათა ჩვენთა, რათა ვიფხიზლოთ და შევძახოთ დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა. დედავ ღვთისაო დააპურე გაჭირვებაში მყოფნი და უსახლკარონი, შეუმსუბუქე მათ გზა რთულად სავალი და ჩვენ მოგვეც გული მოწყალე, რათა დავეხმაროთ მათ. შეიწყალე ღვთისმშობელო სნეულნი და განსაცდელში მყოფნი რათა ადიდებდნენ ძესა შენსა და უფალსა ჩვენსა მარადის!

ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი სიონის მთაზე, იოანე ღვთისმეტყველის სახლში ცხოვრობდა და ხშირად დადიოდა იმ ადგილებში, სადაც იესოს უყვარდა ყოფნა. სალოცავად ყველაზე ხშირად გოლგოთასა და ზეთისხილის მთას  ირჩევდა, რომლის ძირში გაშენებული ბაღი იოანე ღვთისმეტყველს მამამისის – ზებედესგან მემკვიდრეობით ერგო.

ერთხელ ზეთისხილის მთაზე ლოცვისას მას მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისი ზეცაში აღსვლის დრო ახლოვდებოდა და რომ ეს მოვლენა სამი დღის შემდეგ აღსრულდებოდა. ამ ხარების დასამოწმებლად მან სამოთხეში დანერგილი ფინიკის ხის ტოტი გადასცა და უთხრა, რომ ეს რტო, რომელიც ღვთაებრივი მადლით ბრწყინავდა, მის საფლავთან უნდა მიეტანათ. უდიდესი სიხარულით მიიღო ღვთისმშობელმა სამოთხის რტო. მადლობდა გადუხადა და ევედრებოდა ღმერთს, რომ სხეულიდან განსვლის ჟამს მის თვალებს წყვდიადის მთავარი და ჯოჯოხეთის საშინელებანი არ ეხილა, რომ მისი სული ღვთაებრივი ხელით თვით უფალს მიეღო. ასევე, ითხოვდა, რომ ვიდრე მისი აღსრულების დღე დადგებოდა, ჰქონოდა საშუალება ერთად შეკრებილი მოციქულები ენახა, რომლებიც საქადაგებლად სხვადასხვა ქვეყანაში იყვნენ გაბნეულნი.

  აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ხანძრით და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

მოციქულები მისი დაკრძალვისთვის გლოვითა და ცრემლით ემზადებოდნენ, თუმცა ანუგეშებდათ ის აზრი, რომ ზეცაში ღვთის წინაშე მეოხი და მლოცველი მოიპოვეს. მისი ნეტარი სხეული საკუთარი მხრებით მიჰქონდათ. იოანე ღვთისმეტყველი სამოთხის სხივმფენი რტოთი მათ წინ უძღოდა. დანარჩენი მორწმუნენი და ხალხის სიმრავლე მის სარეცელს საცეცხლურებით და ანთებული სანთლებით მიაცილებდნენ.

სიონიდან გეთსიმანიამდე მსვლელობის პროცესში – თვით დაკრძალვამდე სხივცისკროვანი გვირგვინის მსგავსი ღრუბელი ღვთისმშობლის სხეულს ზემოდან დასცქეროდა. ციდან ანგელოზთა გალობა ისმოდა. როცა გეთსემანიას მიაღწიეს, ყველა ცრემლითა და მოთქმით ყოვლადწმინდა ცხედარს უკანასკნელად მიემთხვია. წმინდა მოციქულებმა მისი საფლავში დასვენება მხოლოდ საღამოს შეძლეს. გამოქვაბულის შესასვლელი ქვით დაფარეს. დაკრძალვის შემდეგ ამ ადგილს კარგა ხანს არ განშორებიან. სამი დღის განმავლობაში ღვთისმშობელს ლოცვასა და საგალობელს აღუვლენდნენ. ამ დროს ანგელოსები უფალს და ყოვლადწმინდა ქალწულს ზეციური გალობით განადიდებდნენ.

ტ რ ო პ ა რ ი: შობასა ქალწულებაჲ დაიმარხე და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე, ღმრთისმშობელო, მიხუედ ცხორებად დედა ეგე ცხორებისაჲ, და აწ მეოხებითა შენითა იჴსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.

კ ო ნ დ ა კ ი: მეოხებათა შინა სამარადისოდ მვედრებელი, და შეწევნათა შინა უცვალებელი სასოებაჲ, ღმრთისმშობელო, სამარემან და სიკუდილმან ვერ დაგაბრკოლეს, არამედ, ვითარცა დედაჲ ეგე ცხორებისაჲ, ცხორებად მიცგვალა, რომელმან დაიმკვიდრა საშოჲ მარადის ქალწულისა. 

სამი ლოცვა, რომელიც მარიამობას ყველამ უნდა წაიკითხოს:

შობასა ქალწულებაჲ დაიმარხე და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე, ღმრთისმშობელო, მიხუედ ცხორებად დედა ეგე ცხორებისაჲ, და აწ მეოხებითა შენითა იჴსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.

მეოხებათა შინა სამარადისოდ მვედრებელი, და შეწევნათა შინა უცვალებელი სასოებაჲ, ღმრთისმშობელო, სამარემან და სიკუდილმან ვერ დაგაბრკოლეს, არამედ, ვითარცა დედაჲ ეგე ცხორებისაჲ, ცხორებად მიცგვალა, რომელმან დაიმკვიდრა საშოჲ მარადის ქალწულისა.

ანგელოსთა მიცვალება ყოველადწმიდისა იხილეს და უკვირდათ, ვითარ ქალწული აღვალს ქუეყანით ზეცას. ძლეულ იქმნეს ბუნებანი მეტყუელნი შენთჳს, ქალწულო უბიწოო, ქალწულებრივი შობა და სიკუდილი ცხოვრების მომცემელი და შემდგომად შობისა ქალწულად ჰგიე და მოკუდავი ცხოველ ხარ, ღმრთისმშობელო, სამართლად გადიდებთ შენ.

  გილოცავთ ხარების დღესასწაულს! – 7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს
წმინდა ეკლესია ღაღადებს, რომ ღვთისმშობელი, მარადქალწული მარიამი უმაღლესია ყველა ქმნილ გონიერ არსებათა შორის. იგი შეუდარებლად აღემატება თვით უმაღლეს ანგელოზებს – ქერუბუმებსა და სერაფიმებს, ყველა წმინდა ადამიანს. ღვთისმშობელი ყველა მიწიერი და ზეციური ქმნილების დედოფალია. სახელიც მისი – მარიამი, რომელიც ღვთის ბრძანებით მიეცა, ქალბატონს, დედოფალს ნიშნავს. “ქალწული, რომელმაც შვა ხორცშესხმული ღმერთი, რომელიც ღმერთის დედა გახდა, უკვე თავისთავად იქცა ქალბატონად, დედოფლად და მფლობელად ყველა მიწიერი და ზეციური ქმნილებისა”, – ბრძანებს ერთ-ერთი მამა.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი