მუხიანის აგარაკების რეაბილიტირებულ ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი მარშრუტები ამოქმედდება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

გლდანის რაიონში, მუხიანის აგარაკების გარკვეულ ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, რის შემდეგაც დასახლებაში შესაძლებელი გახდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების სრულად ამოქმედება.

23 აგვისტოდან რეაბილიტირებულ ქუჩებზე მიკროავტობუსები იმოძრავებენ შემდეგი მარშრუტებით:

№467– მოემსახურება ნეკრესის, დაისის და ბორჯომის ქუჩების მცხოვრებლებს და მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიასთან, კერძოდ, გობრონიძის ქუჩასთან დააკავშირებს;

№499– მგზავრებს გურიის, იაკობის, ტაძრისა და ბორჯომის ქუჩებიდან მიიყვანს „ახმეტელის თეატრთან“, გობრონიძის ქუჩაზე. აღნიშნული მიკროავტობუსი რეაბილიტაციის შემდეგ მოემსახურება რაჭის ქუჩის მოსახლეობასაც;

- Advertisement -
Ad imageAd image

№461-ის მარშრუტი, რომელი ამჟამად ემსახურება საზანოს, 26 მაისის და ზნაკვის ქუჩებს ვარდისუბნის ქუჩის კვეთამდე, ახალი სქემით ვარდისუბნის ქუჩის ბოლომდე გაგრძელდება;

№500– მოემსახურება მარატ ნოზაძის, გამარჯვების, გურიის და გრემის ქუჩებს იაკობის ქუჩის გადაკვეთამდე და მგზავრებს დააკავშირებს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ, გობრონიძის ქუჩასთან.

ახალი მარშრუტების ამოქმედებით ადგილობრივი მცხოვრებლები ძირითად სატრანსპორტო კვანძთან დაკავშირებას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელით სარგებლობას უფრო მარტივად, სწრაფად და კომფორტულად შეძლებენ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მუხიანის აგარაკების რეაბილიტირებულ ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი მარშრუტები ამოქმედდება. 22 აგვისტო, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მუხიანის-აგარაკების-რეაბ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi