შაბათი, მაისი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაამ წესით პროფესიულის სტუდენტს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე სწავლას დაუდასტურებენ – ბრძანება

ამ წესით პროფესიულის სტუდენტს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე სწავლას დაუდასტურებენ – ბრძანება

როგორ ჩაეთვლება პროფესიული სასწავლებლის სტუდენტს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლეულად? – ამას ეძღვნება საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის 19 აგვისტოს ბრძანება.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წესი:

დადასტურების მიზანი და შეფასების სისტემის მახასიათებლები

1. დადასტურება გულისხმობს პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების ფორმალურ დამოწმებას.

2. ინტეგრირებული ზოგადი მოდულებით განსაზღვრული სწავლის შედეგების შეფასების სისტემა უნდა იყოს:

ა) ვალიდური;

ბ) სანდო;

გ) გამჭვირვალე;

დ) სამართლიანი;

ე) ობიექტური.

ინტეგრირებული ზოგადი მოდულით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შეფასება

1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულება (შემდგომ – დაწესებულება) უზრუნველყოფს თითოეული ინტეგრირებული ზოგადი მოდულის ფარგლებში პროფესიული სტუდენტის პროგრესის შეფასებას.

2. შეფასება არის განმსაზღვრელი და განმავითარებელი. ამასთან, ინტეგრირებული ზოგადი მოდულების ფარგლებში გამოიყენება არადიფერენცირებული განმსაზღვრელი შეფასება.

3. დიფერენცირებული განმსაზღვრელი შეფასების მიზნებისათვის პროფესიულ სტუდენტთა აკადემიური მიღწევების შეფასების კონვერტაცია შესაძლებელია ამავე მუხლის მე-7-მე-9 პუნქტების შესაბამისად.

4. განმსაზღვრელი შეფასება ადგენს პროფესიული სტუდენტის მიღწევას ინტეგრირებული ზოგადი მოდულის სწავლის შედეგებთან მიმართებაში.

5. განმავითარებელი შეფასება ადგენს პროფესიული სტუდენტის განვითარების დინამიკას, მიმართულია სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე და გამოიყენება პროფესიული სტუდენტის მხარდაჭერის მიზნებისათვის.

6. პროფესიული სტუდენტი ფასდება შეფასების ტაქსონომიის გამოყენებით თითოეული თემის კონტექსტში და სწავლის შედეგებთან მიმართებაში.

7. ინტეგრირებული ზოგადი მოდულების სწავლის შედეგების დიფერენცირებული განმსაზღვრელი შეფასების მიზნებისათვის პროფესიულ სტუდენტთა აკადემიური მიღწევების შეფასების კონვერტაცია პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ ხდება მოდულის დასრულებისთანავე, ამ წესის დანართით გათვალისწინებული ათქულიანი სისტემით ოთხი დონის მიხედვით.

8. ინტეგრირებული ზოგადი მოდულების სწავლის შედეგების დიფერენცირებული განმსაზღვრელი შეფასების მიზნებისათვის გამოიყენება დიფერენცირებული განმსაზღვრელი შეფასების შემდეგი სახეობები:

ა) მოდულის ქულა – პროფესიულ სტუდენტთა აკადემიური მიღწევების დიფერენცირებული განმსაზღვრელი შეფასება;

ბ) საფეხურის ქულა – პროგრამაში ინტეგრირებულ ზოგად მოდულებში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკული; საფეხურის ქულა მრგვალდება მეათედის სიზუსტით.

  უნივერსალური და თეთრებად ღირებული “ზურმუხტისფერი სასწაული”, რომელიც ყველაფერს კურნავს. მისი ნიღაბი კი ნამდვილად სასწაულებს ახდენს.

9. მიმართვის შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია, მიმართვიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ამავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად გასცეს პროფესიული სტუდენტის ინტეგრირებული ზოგადი მოდულების ფარგლებში აკადემიური მიღწევების ამსახველი დიფერენცირებული განმსაზღვრელი შეფასების ცნობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

10. ინტეგრირებული ზოგადი მოდულის ფარგლებში პროფესიული სტუდენტი ერთსა და იმავე სწავლის შედეგთან მიმართებით რამდენიმე პრაქტიკულ დავალებას ასრულებს. თითოეული თემის ფარგლებში სავალდებულოა ყველა სწავლის შედეგზე მუშაობა (პრაქტიკული დავალებების საშუალებით).

11. შეფასებისას, სავალდებულოა კომპლექსური კონტექსტის მქონე პრაქტიკული დავალების გამოყენება. დასაშვებია რამდენიმე სწავლის შედეგის ერთი პრაქტიკული დავალებით შეფასება.

12. პრაქტიკული დავალების შეფასების რუბრიკა ეფუძნება ინტეგრირებული ზოგადი მოდულის სწავლის შედეგების შეფასების ტაქსონომიას.

13. დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს პორტფოლიოს სრულფასოვნად შევსებისათვის აუცილებელი აქტივობების განხორციელება.

14. საჭიროების შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს სწავლის შედეგის მიღწევის განმეორებითი შეფასების ორგანიზება, მის მიერ დადგენილი წესით.

15. პროფესიული განათლების მასწავლებელი ვალდებულია, პრაქტიკული დავალების შეფასებიდან დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ვადაში, პორტფოლიოში ასახოს პროფესიული სტუდენტის პროგრესის ამსახველი მტკიცებულებები.

16. პორტფოლიოში პროფესიული სტუდენტის მიღწევების ამსახველი მტკიცებულებები ინახება დადასტურების კომისიის ოქმის გაფორმებიდან სამი წლის ვადით, რის შემდეგაც მონაცემები არქივდება და ინახება 5 წლის განმავლობაში. 5 წლის გასვლის შემდეგ დაარქივებული მონაცემები ავტომატურად იშლება.

17. პორტფოლიო შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) პროფესიული სტუდენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი (არსებობის შემთხვევაში);

ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება;

გ) ინტეგრირებული მოდულის სახელწოდება;

დ) თემის დასახელება;

ე) პრაქტიკული დავალების შინაარსი და ნომერი;

ვ) პროფესიული სტუდენტის მიერ პრაქტიკული დავალების შესრულების მტკიცებულება;

ზ) პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ განხორციელებული შეფასება და მიცემული უკუკავშირი;

თ) პრაქტიკული დავალების მიცემის, შესრულების და პორტფოლიოში მისი განთავსების თარიღები.

18. ინტეგრირებული ზოგადი მოდული დაძლეულად ჩაითვლება, თუ ინტეგრირებული ზოგადი მოდულით გათვალისწინებული ყველა სწავლის შედეგი მიღწეულია.

19. სწავლის შედეგი მიღწეულად ითვლება, თუ მასთან დაკავშირებული ყველა პრაქტიკული დავალება შეფასებულია პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ და მათგან მინიმუმ ერთი, ამ წესის დანართის შესაბამისად შეფასებულია მიმართებით ან აბსტრაქტულ დონეზე.

  „სამწუხაროდ, ჯერ ისევ ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას“ – მერიკო კარტოზიას ჯანმრთელობის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურება

1. პროგრამის ფარგლებში პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წინაპირობაა თითოეული ინტეგრირებული ზოგადი მოდულის დაძლევა.

2. პორტფოლიოში წარმოდგენილი პროფესიული სტუდენტების მიღწევების ამსახველი მტკიცებულებების განხილვის და მისი ვერიფიკაციის საფუძველზე, დადასტურების კომისია ადგენს, რამდენად მოხდა ინტეგრირებული ზოგადი მოდულებით გათვალისწინებული თითოეული სწავლის შედეგის მიღწევა და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) პროფესიული სტუდენტის მიერ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების მიღწევა დასტურდება;

ბ) პროფესიული სტუდენტის მიერ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების მიღწევა ვერ დასტურდება.

3. პროგრამის ფარგლებში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების მიღწევა დადასტურდება, თუ პორტფოლიოში წარმოდგენილია პროფესიული სტუდენტის მიერ გავლილი ყველა ინტეგრირებული ზოგადი მოდულის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

4. დადასტურების კომისიის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პროფესიული სტუდენტი უფლებამოსილია დაწესებულების მიერ დადგენილი წესით გაასაჩივროს მიღებული გადაწყვეტილება.

დადასტურების კომისია

1. დადასტურების კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. დაწესებულების მიერ განსაზღვრული დადასტურების კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი უნდა გამორიცხავდეს მხოლოდ დაწესებულების წარმომადგენელთა მიერ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

3. დადასტურების კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 5 წევრისაგან.

4. დადასტურების კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება წევრთა უმრავლესობა.

5. დადასტურების კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია დადასტურების კომისიის თავმჯდომარის ხმა.

6. დადასტურების კომისიის წევრი უფლებამოსილია მისი განსხვავებული მოსაზრება წერილობით დაურთოს ოქმს.

7. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს დადასტურების კომისიის მიერ ვერიფიკაციის პროცესის სრულფასოვანი განხორციელების ხელშეწყობა.

პროფესიული სტუდენტის ინფორმირება – დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს პროფესიული სტუდენტის ინფორმირება ინტეგრირებული ზოგადი მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების დადასტურების პროცესისა და შეფასების კონვერტაციის შესაძლებლობის თაობაზე.

  ლიეტუვა პოლონეთისაგან GROM- ტიპის გადასატან საზენიტო სარაკეტო კომპლექსებს ყიდულობს

დანართი შეფასების ფორმის შესახებ და ტერმინდა განმარტებები იხილეთ განათლების მინისტრის ბრძანებაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.