შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება18 აგვისტო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროს, გიორგი...

18 აგვისტო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროს, გიორგი ანწუხელიძეს დაბადების დღეა

18 აგვისტო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროს, გიორგი ანწუხელიძეს დაბადების დღეა. მას დღეს 41 წელი შეუსრულდებოდა.

მისი ხსოვნის პატივსაცემად მშობლიურ ქვემო ალვანში სამხედროები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და თანასოფლელები შეიკრიბნენ. მათ ეროვნული გმირი კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ალავერდის ეპარქიის სასულიერო პირებმა კი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაიღუპა.

ის 2008 წლის 9 აგვისტოს მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა და წამების შემდეგ, ცემით მოკლეს. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ანწუხელიძის ოჯახის წევრები, მეგობრები, და კოლეგები არიან შეკრებილები.

   სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო სტაჟიორების მიღებას იწყებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი