მეცნიერებმა აღმოაჩინეს გალაქტიკა, რომელიც დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 900 მილიონი წლის შემდეგ წარმოიქმნა. ობიექტს „კოსმოსური ყურძენი“ დაარქვეს.
„ჰაბლის“ ტელესკოპის ადრეულ სურათებზე გალაქტიკა ბუნდოვან ლაქას ჰგავდა. ახალმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ეს არის მბრუნავი სისტემა, რომელიც სულ მცირე 15 მასიურ გროვას შეიცავს, სადაც ვარსკვლავების ფორმირება გრძელდება.
გალაქტიკის დანახვა გრავიტაციული ლინზირების ეფექტის წყალობით გახდა შესაძლებელი – ახლომდებარე გალაქტიკების გროვამ შორეული ობიექტის სინათლე გააძლიერა. ასტრონომებმა კვლევისთვის ტელესკოპ „ჯეიმს უების“ და ALMA-ს რადიოტელესკოპების მონაცემები გააერთიანეს და დაკვირვებებზე 100 საათზე მეტი დახარჯეს.
მკვლევრების თქმით, ეს აღმოჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ადრეული სამყაროს გალაქტიკების ფორმირების არსებულ მოდელებს, ვინაიდან თეორიულად იმ დროისთვის ერთ მბრუნავ სისტემაში ასეთი დიდი რაოდენობის გროვების არსებობა მოსალოდნელი არ იყო.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ასტრონომებმა დიდი აფეთქებიდან 900 მილიონი წლის შემდეგ წარმოქმნილი გალაქტიკა აღმოაჩინეს. 18 აგვისტო, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ასტრონომებმა-დიდი-აფეთქე/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T02:22:00+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
