პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემარომელი მედიკამენტების მიღებაა საშიში სიცხეში?

რომელი მედიკამენტების მიღებაა საშიში სიცხეში?

ზოგიერთმა მედიკამენტმა ცხელ ამინდში შეიძლება გაზარდოს დეჰიდრატაციის, სითბური დარტყმის ან წნევის მატების რისკი.

შარდმდენები განსაკუთრებით საშიშია: ისინი ორგანიზმიდან სითხეს გამოდევნიან, რაც ამცირებს მისი ტემპერატურის რეგულირების უნარს. არტერიული წნევის დამწევმა პრეპარატებმა, განსაკუთრებით ბეტა-ბლოკატორებმა და კალციუმის არხების ბლოკატორებმა, შეიძლება გამოიწვიონ არტერიული წნევის ძალიან მკვეთრი ვარდნა ექსტრემალურ სიცხეში.

ანტიდეპრესანტები და ანტიჰისტამინური საშუალებები შეიძლება საშიში იყოს სიცხეში, რადგან მათ შეუძლიათ ოფლის გამოყოფის დარღვევა, რაც ხელს უშლის ორგანიზმის ბუნებრივ გაგრილებას.

თუ რეგულარულად იღებთ მედიკამენტებს, მიმართეთ ექიმს ზაფხულის სიცხეში დოზის კორექტირებისთვის.

ცხელ ამინდს შეუძლია დამატებითი სტრესი შექმნას ორგანიზმზე და გაამწვავოს სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები, ამიტომ მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის მონიტორინგი.

პაციენტებმა უნდა აკონტროლონ არტერიული წნევა, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემები, ასევე მიიღონ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები.

როგორ მოვაგვაროთ ზაფხულში კანის 4 გავრცელებული პრობლემა

სიცხე, ოფლი, მწერები ზაფხულის მუდმივი თანამგზავრია, რომელიც შეიძლება ჩვენი კანისთვის ნამდვილ კოშმარად იქცეს.

 

მზის დამწვრობა

მზის დამწვრობა მტკივნეული და სახიფათოა, რადგან მზის მიერ კანის ყოველი დაზიანება ზრდის შემდგომი დამწვრობის და ასევე კანის კიბოს რისკს.

თუ მზეზე დაიწვებით, პირველი ნაბიჯი არის დაზიანებული ადგილის მზისგან დამალვა სულ მცირე რამდენიმე დღით.
მაშინაც კი, თუ მეორე დღეს თავს უკეთ გრძნობთ, მაინც უნდა იზრუნოთ კანზე და მოერიდოთ მზის პირდაპირ სხივებთან შეხებას, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ხელახალი დაზიანება მოხდეს.

უნდა წაისვათ ცოტაოდენი ჰიდროკორტიზონის მალამო – ეს ხელს შეუწყობს დამწვრობის შემსუბუქებას. შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში წაისვით კანზე ნებისმიერი დამატენიანებელი (სასურველია გამაგრილებელი ეფექტის მქონე), მაგრამ დარწმუნდით, რომ შემადგენლობაში არ შედის ალკოჰოლი.

 

მწერების ნაკბენი

უპირველეს ყოვლისა, მოერიდეთ ნაკბენის ადგილის მოქავებას – წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მეტი დრო დასჭირდება შეხორცებას და შეიძლება დატოვოს არაესთეტიკური იარა კანზე.

წაისვით ნებისმიერი გამაგრილებელი გელი და ქავილის საწინააღმდეგო სპრეი და თუ მსგავსი არაფერი გაქვთ, მაშინ მოათავსეთ ყინულიანი ცივი კომპრესი. თუ ალერგიული რეაქციებისკენ მიდრეკილი ხართ, შეგიძლიათ მიიღოთ ანტიჰისტამინური საშუალებაც.

  რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 15 აგვისტოს

 

რძიანა

რძიანა შეიძლება გამწვავდეს წლის ნებისმიერ დროს, მაგრამ ზაფხულში, განსაკუთრებით ნოტიო გარემოში, მისი რეციდივები განსაკუთრებით ხშირად ხდება. გარდა ამისა, ზოგჯერ სოკოვანი ინფექციები კანს აზიანებს ნაკეცების წარმოქმნის ადგილებში, როგორიცაა მკერდის ქვეშ ან მუცლის ნაკეცებში.

გამწვავების თავიდან ასაცილებლად, შხაპის მიღების შემდეგ ეს ადგილები კარგად გაიმშრალეთ, შემდეგ პრობლემურ ადგილებზე ფუნჯის საშუალებით წაისვით ტალკი.

თუ ინფიცირება მაინც მოხდა, მაშინ შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებზე სოკოს საწინააღმდეგო მალამოები.

გაპარსვისგან გაღიზიანება

გინეკოლოგები და დერმატოლოგები ზოგადად არ გვირჩევენ ბიკინის ხაზის ეპილაციას და განსაკუთრებით გაპარსვას: კანი ამ ზონაში ძალიან ნაზია, მიკროჭრილობამ და გაღიზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს ანთება და სხვადასხვა ინფექცია.

თუ იპარსავთ თმას ზაფხულში, ფეხებზე ან ბიკინის ზონაში, პროცედურის შემდეგ გამოიყენეთ დეოდორანტი მგრძნობიარე კანისთვის. გამოყენებამდე მსუბუქად გაიწმინდეთ კანი სპირტით და შემდეგ წაისვით დეოდორანტი – ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ კანის გაღიზიანება.

ასევე წაიკითხეთ:  სულ მეშინია, ჩემი მოგონებებიდან მამაჩემის სახე არ წაიშალოს.. უშეცდომო ცხოვრება ძალიან უინტერესო იქნებოდა“ – ნანკა კალატოზიშვილი

4 ქალის ისტორია, რომელთა საფლავებთან მიახლოება დღემდე ეშინიათ

დაგაინტერესებთ: არ მოტყუვდეთ❗️Greentest-ის მსგავსი ტესტერები არ ზომავს ნიტრატების რაოდენობას – გიორგი ფხაკაძის სკანდალური განცხადება

ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი