შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისიახლეებიეს მთვარის ყველაზე მასშტაბური შეჯახება იქნება ბოლო 5 ათასი წლის განმავლობაში

ეს მთვარის ყველაზე მასშტაბური შეჯახება იქნება ბოლო 5 ათასი წლის განმავლობაში

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 2032 წელს ასტეროიდი 2024 YR4 შესაძლოა მთვარეს შეეჯახოს. ეს მთვარის ქანის უზარმაზარი რაოდენობის ამოფრქვევას და დედამიწის თანამგზავრების პოტენციურ დაზიანებას გამოიწვევს.

NASA-ს გათვლების თანახმად, შეჯახების ალბათობა 4,3%-ს შეადგენს. თუ ეს მოხდა, კოსმოსურ სივრცეში 100 ათასი ტონა ქვა და მტვერი მოხვდება, რაც დედამიწის ორბიტაზე მყოფ აპარატებს საფრთხეს შეუქმნის.

„ეს მთვარის ყველაზე მასშტაბური შეჯახება იქნება ბოლო 5 ათასი წლის განმავლობაში“, – აღნიშნა თემაზე მომუშავე მეცნიერების ჯგუფის ხელმძღვანელმა პოლ ვიგერმა.

ასტეროიდი 2024 YR4, ჩილეში, ობსერვატორია ATLAS-ში 2024 წლის დეკემბერში აღმოაჩინეს. მისი დიამეტრი 70 მეტრია.

  მექსიკაში ერთი დღის განმავლობაში 5 200-ზე მეტი მიგრანტი დააკავეს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი