შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება"გულში ბოროტება არ მაქვს... ვიცი, რომ ანგელოზი არ ვარ...“

“გულში ბოროტება არ მაქვს… ვიცი, რომ ანგელოზი არ ვარ…“

“გულში ბოროტება არ მაქვს. ნეგატივით თავს არ ვიზიანებ, ეს ის არის, რაც გადამარჩენს”, – ამბობს მსახიობი მაკა შალიკაშვილი. რატომ თვლის, რომ მასთან ცხოვრება ადვილი არ არის, როგორ მოქმედებს, როცა უსამართლობას ეჯახება, რა არის მისი ცხოვრების მთავარი მიღწევა და რით აკვირვებს საკუთარი თავი? – ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

– დაბადების თარიღი…

– 1977 წლის 10 აგვისტო.

– ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი…­

– დიქტორი. ტელევიზიის მაშინდელი წამყვანების ქეთევან მითაიშვილის, დონარა­ კინწურაშვილის, ჯულიეტა ვაშაყმაძის დახვეწილობა, აკადემიურობა მომწონდა. როგორ ისხდნენ სტუდიაში, როგორ საუბ­რობდნენ, როგორი მანერები ჰქონდათ, უზომოდ მხიბლავდნენ. დილის გადაცემა­ და “პოეზიის 5 წუთი” გამორჩეულად მიყვარდა. საბოლოოდ ისე მოხდა, მსახიობის პროფესია ავირჩიე. გივი ბერიკაშვილი ჩემი ნათლია იყო, მამასთან მეგობრობდა და სთხოვა, მოვენათლე. საოცარი ნათლია იყო – თბილი, კეთილი, ყურადღებიანი. მისი ოჯახის ყველა წევრი ჩემთვის უძვირფას\ესი ადამიანები იყვნენ. რატომღაც ჩემი და ბატონი გივის ერთ-ერთი ბოლო დიალოგი გამახსენდა – ერთ თეატრში ვთამაშობდით და იქ აღმოვაჩინე, რომ მასზე დიდი ხელფასი მქონდა. ეს რომ გავიგე, ძალიან შემრცხვა და განვიცადე. სიცოცხლეში ადამიანების სათანადოდ დაფასება გვიჭირს…

– ჩემზე ამბობენ…

– ნიჭიერიაო. ბავშვი რომ ვიყავი, მამა ამბობდა, ამ ბავშვს ფული უყვარს, დავიღუპეთო. მამასთვის ფულის სიყვარული ტრაგედია იყო, ხელგაშლილობა და ფლანგვა­ უყვარდა, არაფერი მატერიალური­ არ აინტერესებდა. 8-9 წლის ვიქნებოდი, მაღაზიაში გამაგზავნა, დიდი კუპიურა გამატანა, დანაბარებიც და ხურდაც უკლებლივ მივუტანე. როგორც ჩანს, გამომცადა, მერე ამბობდა, მაკა სანდო ადამიანი იქნებაო. ეს მიდგომა დღემდე მომყვება, როცა რაღაც მაქვს გადასახდელი, შეიძლება მშიერი დავრჩე, მაგრამ იმ თანხას აუცილებლად გადავიხდი… 17 წლის ვიყავი, თეატრალურში რომ ჩავაბარე, ახლა 47 წლის ვარ და ამდენი წელია, თბილისში ქირით ვცხოვრობ, არ მახსოვს, რომელიმე მეპატრონისთვის გადახდა დამეგვიანებინოს. ბავშვობაში თანხის შეგროვება მიყვარდა, მამა, მისი მეგობრები მჩუქნიდნენ. მიზანმიმართული მხარჯველი ვარ. გარეთ კვება, უსარგებლო ნივთების შეძენა, ჩემი სტილი არ არის.

  როგორია ხანძრით დაზარალებულთა ჯანმრთელობის მადგომარეობა - "თოდუას კლინიკა" საგანგებო განცხადებას აქვეყნებს

– ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს…

– პირველ რიგში ჩემს სახლს იგოეთში­ ლამაზად გავაკეთებდი, ეს ჩემი ბავშვობის ოცნებაა. თბილისში, ბათუმში, ქუთაისში­ ბინებს შევიძენდი. შევისწავლიდი, დავადგენდი იმ კარგი და კეთილი ადამიანების ვინაობას, ვისაც ბინის პრობლემა აქვს და ყველას გავახარებდი. ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი, როცა ადამიანს ბინა არ გაქვს, ყოველ წამს ნიჩაბზე ხარ, არ იცი, ვის რა დროს მოუნდება საკუთარი ბინის გაყიდვა, სადაც დროებით ცხოვრობ. ბევრი ფული რომ მქონდეს, დავეხმარებოდი ადამიანებს, რომლებიც მკურნალობას საჭიროებენ.

– ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე…

– იმავე პროფესიას ავირჩევდი. პირად ცხოვრებაში ტკივილიანი დღეები მქონდა, მაგრამ მაინც იმავე გზას გავივლიდი, ისე ხომ თინანო არ მეყოლებოდა?.. ისეთი მაგარი გოგოს დედა ვარ, მის გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი არ ექნებოდა, ღმერთმა უდიდესი საჩუქარი გამიკეთა. იცი რას შევცვლიდი? წლების განმავლობაში დაბალი თვითშეფასება მქონდა. ახლა, ძველ ფოტოებს რომ ვუყურებ, ვფიქრობ, რა კარგი­ გოგო ვყოფილვარ და მაშინ ეს არ ვიცოდი, მაშინ საკUუთარ თავთან ბევრი წინააღმდეგობა მქონდა. ასაკი საინტერესო რამ არის.

– როცა უსამართლობას ვეჯახები…

– ვიბრძვი, ჩვეულებრივი მტაცებელი ცხოველი ვხდები. ადრე ბევრ რამეს ვატარებდი, ვჩუმდებოდი, ვაბედინებდი. ახლა კბილებით ვიცავ იმას, რაც დასაცავია. დღევანდელი მაკა ამიტომ მომწონს. როცა ადამიანები რაღაცაზე კამათობენ, ორივეს თავისი სიმართლე აქვს, როგორც ვაჟა-ფშავ­ელას ლექსშია, მირჩევნია, ვიყო ბალახი­, რომელსაც ცელი მოცელავს… ცელის როლში­ ყოფნა არ მინდა. ახლახან მქონდა ასეთი შემთხვევა, დიდი ამბები გავიარე, საბოლოოდ მომცელეს. “ცელ ადამიანს” საკუთარი ქცევა უკან აუცილებლად დაუბრუნდება, თუმცა ამ დროს მე ბედნიერი არ ვიქნები…

– ბედნიერი ვარ, რომ… სრულად

დაგაინტერესებთ: “მთლიანი თანხა აიღო და კაზინოში გადარიცხა… თამაშობდა. ალბათ, წააგო” – მარიამ ტატანაშვილი ამბობს, რომ მკურნალობისთვის შეგროვებული თანხა უახლოესმა ადამიანმა მოჰპარა

წაიკითხეთ: „სახლი არ მქონდა – ბედნიერი ვიყავი, ქირით ვცხოვრობდი – ბედნიერი ვიყავი, სულ ბედნიერი ვარ” – გია ჯაჯანიძე

  თბილისის ბოტანიკური ბაღი - იასამნის ბაღი, ანუ სირინგარიუმი, სადაც 100-მდე ჯიშის იასამანი ხარობს

ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი