ტყის მასშტაბურ ხანძრებს რამდენიმე ქვეყანაში მსხვერპლი მოჰყვა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

კვირპროსის სამხრეთ ნაწილში მდებარე რეგიონებში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან, ცეცხლის კერები 120 კვადრატულ კილომეტრზე გავრცელდა.

ათობით დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. განადგურებულია კერძო სახელები და მეურნეობები. სტიქიას 2 ადამიანი ემსხვერპლა.

ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში 250-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, 70-ზე მეტი ერთეული სპეციალური ტექნიკა და 14 თვითმფრინავია ჩართული.

ხანძარია ალბანეთშიც. ვლორის ოლქში ტყე იწვის. ქვეყანაში იტალიამ და საბერძნეთმა დასახმარებლად 4 თვითმფრინავი და საგანგებო სიტუაციების მართვის ბრიგადები გააგზავნა.

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში, ბილეჯიქის პროვინციაში კი, ტყის ხანძრები მეოთხე დღეა გრძელდება, ევაკუირებულია რამდენიმე სოფელი, არის მსხვერპლი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ტყის მასშტაბურ ხანძრებს რამდენიმე ქვეყანაში მსხვერპლი მოჰყვა. 25 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ტყის-მასშტაბურ-ხანძრებს/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi