32 წყვილი ფეხსაცმელი მოიპარა – ეროვნულ პარკში გამოჩნდა მელა, რომელიც ტურისტების ფეხსაცმელს იპარავს🦊

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

აშშ-ში, ვაიომინგის შტატში, ეროვნულ პარკ „გრანდ-ტიტონში“ ბინადრობს მელა, რომელიც ტურისტების ფეხსაცმელს იპარავს.

The New York Times-ის ინფორმაციით, ოთხფეხა ქურდმა ამ დროისთვის 32 წყვილი ფეხსაცმელი მოიპარა, რომლებიც ტურისტებმა საკუთარ კარვებთან ტოვებდნენ.

„იძებნება დიდი ოდენობით ქურდობისთვის. დანაშაული: დატოვებული ფეხსაცმლის (უფრო გემრიელია) და ტურისტების სიამაყის მოპარვა“, – აღნიშნულია ეროვნული პარკების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელსაც პოსტერიც დაურთეს. მასზე მელაა გამოსახული, რომელსაც პირში ფეხსაცმელი უჭირავს.

სიტუაცია იმანაც გაართულა, რომ ზოგი ვიზიტორი როგორც ჩანს განზრახ უტოვებს ქურდბაცაცა მელას ფეხსაცმელს, საჩუქრის სახით.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). 32 წყვილი ფეხსაცმელი მოიპარა – ეროვნულ პარკში გამოჩნდა მელა, რომელიც ტურისტების ფეხსაცმელს იპარავს🦊. 23 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/32-წყვილი-ფეხსაცმელი-მოიპა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi