ბავშვის ჯანსაღ კვება – ამ პრობლემის მოგვარება იმაზე ბევრად ადრეა შესაძლებელი, ვიდრე პატარა დაიბადება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ბავშვის ჯანსაღ კვებაზე დაყოლიება ბევრი მშობლისთვის ნამდვილი გამოწვევაა. თუმცა, ახალი კვლევის მიხედვით, ამ პრობლემის მოგვარება იმაზე ბევრად ადრეა შესაძლებელი, ვიდრე პატარა დაიბადება.

ორსულობის მესამე ტრიმესტრში (დაახლოებით 28-ე კვირიდან) ნაყოფს უკვე ესმის იმ სითხის გემო და სუნი, რომელიც მას დედისგან პლაცენტით გადაეცემა.

ბრიტანელმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ბავშვები, რომელთა დედებიც ორსულობისას (განსაკუთრებით 32-ე და 36-ე კვირებში) ხშირად მიირთმევდნენ სტაფილოსა თუ კომბოსტოს, 3 წლის ასაკში ამ ბოსტნეულის სუნზე გაცილებით პოზიტიურად რეაგირებდნენ.

მართალია, ბავშვებს კომბოსტო მაინც ნაკლებად უყვართ, მაგრამ იმ პატარებში, რომელთა დედებიც ორსულობისას ამ პროდუქტს ჭამდნენ, კომბოსტოს მიმართ ზიზღი და უარყოფითი რეაქცია მკვეთრად შემცირებული იყო.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ბავშვის ჯანსაღ კვება – ამ პრობლემის მოგვარება იმაზე ბევრად ადრეა შესაძლებელი, ვიდრე პატარა დაიბადება. 7 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ბავშვის-ჯანსაღ-კვება-ამ-პ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi