ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებადიდი ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე ახლო მომავალში მასშტაბური პროექტების განხორციელება დაიწყება

დიდი ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე ახლო მომავალში მასშტაბური პროექტების განხორციელება დაიწყება

დიდი ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე ახლო მომავალში მასშტაბური პროექტების განხორციელება დაიწყება – გამოვლენილია საპროექტო და სამშენებლო ტენდერის გამარჯვებული კომპანია და შესაბამის ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერება, – განაცხადა დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ამის თაობაზე მოსახლეობასთან არაერთი შეხვედრა გაიმართა.

„პროექტი მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის თვალსაზრისით და ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის. ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომელსაც შექმნილი აქვს საინიციატივო ჯგუფი, არაერთი შეხვედრა გავმართეთ. მათ მივეცი პირობა, რომ იქ არსებული მდგომარეობა მოწესრიგდებოდა. აღნიშნულ ნაგავსაყრელზე მთელი რიგი პრობლემები არსებობს. ასევე, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ დაწყებული გვაქვს ახალი არეალის მოძიება, სადაც შესაძლებელი იქნება ნაგავსაყრელის გადატანა. ამაში ჩართულია შესაბამისი კომპანიები, რათა ქალაქიდან მოშორებით განხორციელდეს ახალი პროექტი. რა თქმა უნდა, არსებული ნაგავსაყრელის იმ პირობებში დატოვება, რა პირობებშიც ის დღეს არის, წარმოუდგენელი და ძალიან მძიმეა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობა აღნიშნულ პროექტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) თანამშრომლობით განახორციელებს.

„აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), რადგან უცხოელი ექსპერტების ჩართულობის გარეშე, რთულია ამ ტიპის სამუშაოების ჩატარება. ჩვენ ამ მიმართულებით არ გვყავს ძლიერი სპეციალისტები. პროექტის ღირებულება 6,5 მლნ ევროს შეადგენს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მას ასევე აღნიშნა, რომ სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დაკვეთით, შპს „გუმბათი ჰოლდინგი“ შეასრულებს.

„კონტრაქტორი კომპანია პროექტის მომზადებას ხვალიდან დაიწყებს. შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ, ლილოს პოლიგონზე ყველაზე დიდი გარემოსდაცვითი პრობლემა მოგვარდება და შემცირდება ის აუტანელი სუნი, რაც წლების განმავლობაში აწუხებს მოსახლეობას. ნაგავსაყრელი ეტაპობრივად გაიწმინდება წლების განმავლობაში დაგროვებული ნაჟური წყლებისგან, ახალი განთავსებული ნარჩენებისგან წარმოქმნილი სითხე ავტომატურად გაიფილტრება და ის პრობლემა, რაც სუნს უკავშირდებოდა, მთლიანად მოიხსნება. აღნიშნული კომპანია, „გუმბათი ჰოლდინგი“ მაქვს მხედველობაში, ბერძნულ საპროექტო და გერმანულ მწარმოებელ კომპანიებთან ერთად იმუშავებს. პროექტირებისა და სამუშაოების განხორციელების ვადა 12 თვეა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

  დედით ქართველი, მამით ინდოელი... - გოგონა, რომლის უცხო გარეგნობამ ყურადღება ეკრანზე გამოჩენისთანავე მიიქცია

მისივე თქმით, შესაბამისი ტენდერი EBRD-მა საერთაშორისო წესებისა და პირობების დაცვით ჩაატარა.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.