თუ დონალდ ტრამპი უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდის, რის საფასურსაც ევროპელი მოკავშირეები გადაიხდიან, მაშინ ევროპელები აშშ-ის ვასალები გახდებიან, – წერს გაზეთ Tageszeitung-ის მიმომხილველი, ერიკ ბონზე.
ის ხაზს უსვამს იმას, რომ რაც კარგია კიევისთვის, შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს ბრიუსელისთვის.
ბონზეს აზრით, „ყველაზე დიდი ეკონომიკური საფრთხე ამჟამად პუტინისგან კი არა, ტრამპისგან მოდის, რომელიც მთელ მსოფლიოს თავისი სავაჭრო ომით ემუქრება“.
„ტრამპი უკრაინის დახმარებას ბიზნესად აქცევს“ – ასეთი სათაურით გამოვიდა კომენტარი Tagesschau-ს ვებგვერდზე.
„როდესაც სამნახევარი წლის წინ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, აშშ-მა გაბედული დაპირება დადო: ისინი დაეხმარებოდნენ თავდასხმის ქვეშ მყოფ ქვეყანას მანამ, სანამ საჭირო იქნებოდა. […] დღეს ეს წარსულის ზღაპარს ჰგავს“, – წერს სტატიის ავტორი, ფლორიან კელერმანი.
მისი აზრით, საუბარი არ არის დახმარებაზე, არამედ საქმიან ურთიერთობებზე და უკრაინა „მუდმივად უნდა ეცადოს, რომ თეთრ სახლში უფროსისთვის საინტერესო დარჩეს“.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ტრამპმა უკრაინის დახმარება ბიზნესად აქცია – გერმანული მედია. 16 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ტრამპმა-უკრაინის-დახმარე/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T09:06:44+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
