ისტორიაში პირველად, საქართველო 19 წლამდე ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 12 ივლისიდან თელავში 19 წლამდე ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი დაიწყება. კონტინენტის პირველობაზე საქართველო, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, იტალია, კოსოვო, ლუქსემბურგი, სლოვაკეთი და უკრაინა იასპარეზებენ.

საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 12 ივლისს, 16:30 წუთზე, იტალიის წინააღმდეგ გამართავს. ჩემპიონატი 20 ივლისამდე გაგრძელდება, მატჩებზე დასწრება თავისუფალია.

19 წლამდე ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება საქართველოს 2024 წელს ევროპის ხელბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მიენიჭა.

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ისტორიაში პირველად, საქართველო 19 წლამდე ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. 1 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ისტორიაში-პირველად-საქა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi