მეცნიერებმა შავი ხვრელების უმსხვილესი შერწყმა დააფიქსირეს – რომლის მასაც ახლა ჩვენი მზის მასას 225-ჯერ აღემატება.

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

მეცნიერებმა შავი ხვრელების უმსხვილესი შერწყმა დააფიქსირეს. ორი ობიექტი ერთ შავ ხვრელად გარდაიქმნა, რომლის მასაც ახლა ჩვენი მზის მასას 225-ჯერ აღემატება.

ფენომენი სახელწოდება GW231123 2023 წლის 3 ნოემბერს დაფიქსირდა, თუმცა მონაცემების დეტალური ანალიზი მხოლოდ ახლა დასრულდა.

მეცნიერების თქმით, ასეთი მასიური შავი ხვრელები ვარსკვლავების ჩვეულებრივი ევოლუციის შედეგად ვერ წარმოიქმნება. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ეს ობიექტები შესაძლოა უფრო მცირე შავი ხვრელების ადრეული შერწყმის შედეგი ყოფილიყო. გარდა ამისა, ორივე შავი ხვრელი უკიდურესად სწრაფად ბრუნავდა – დედამიწის ბრუნვის სიჩქარეზე თითქმის 400 000-ჯერ სწრაფად.

აქამდე დადასტურებულად ყველაზე მასიურ ორმაგ შავ ხვრელად GW190521 ითვლებოდა, რომლის ჯამური მასაც მზის მასას 140-ჯერ აღემატებოდა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მეცნიერებმა შავი ხვრელების უმსხვილესი შერწყმა დააფიქსირეს – რომლის მასაც ახლა ჩვენი მზის მასას 225-ჯერ აღემატება.. 14 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მეცნიერებმა-შავი-ხვრელებ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi