„თაღლითებმა მოინდომეს ჩემთვის მიწის აწაპვნა… არ ვიცი, ვისი ინტერესი იყო, მაგრამ საქმე მიაფუჩეჩეს…“ – ბესო კალანდაძე

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

მომღერალი ბესო კალანდაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში იხსენებს ყველაზე დიდ უსამართლოს, რასაც ცხოვრებაში ჰქონია.

„თაღლითებმა მოინდომეს ჩემთვის მიწის აწაპვნა. ეს დიდი ხნის წინ მოხდა. 2010 წელს, როდესაც ნაციონალების დრო იყო და მოგეხსენებათ, პროკურატურას რა ძალა ჰქონდა. მაშინ მე პროკურატურას მოვუგე საქმე. არ ვიცი რატომ, მაგრამ პროკურატურამ დაადგინა, რომ არავითარ სისხლის სამართლის დარღვევას არ ჰქონია ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ მათ ყველანაირი მტკიცებულება წარვუდგინე ამ ადამიანების თაღლითობის დასადასტურებლად. მათი გადაწყვეტილება სასამართლოში გავასაჩივრე და პროცესი მოვიგე. პროკურატურას დაევალა გამოძიება განეახლებინა, მაგრამ ისე მოხდა, რომ მაინც არ წარიმართა გამოძიება და შეიტყაპუნეს ჩემი მიწა იმ თაღლითებმა. ახლაც რომ დავწერო საჩივარი, იტყვიან, რომ გამოძიება მიმდინარეობს. არ ვიცი, ვისი ინტერესი იყო, მაგრამ საქმე მიაფუჩეჩეს. იმ პერიოდში სხვა მიზეზებიც მქონდა სანერვიულოდ, მაგრამ ამაზე საერთოდ გავგიჟდი. ნერვიულობის ნიადაგზე საავადმყოფოში აღმოვჩნდი, მაგრამ ღმერთის წყალობით, დღეს არა მიშავს…“

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „თაღლითებმა მოინდომეს ჩემთვის მიწის აწაპვნა… არ ვიცი, ვისი ინტერესი იყო, მაგრამ საქმე მიაფუჩეჩეს…“ – ბესო კალანდაძე. 7 ივნისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/თაღლითებმა-მოინდომეს-ჩე/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-25T15:42:05+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi